მარგველაშვილი უნდა იყოს დუშეთში და წინდებს ქსოვდეს! - ჯაველიძე
საზოგადოება - 13:42, 31 Oct, 2014     1831

ელიზბარ ჯაველიძე გაზეთ „ალიასთან“ ნაციონალური მოძრაობის მიერ დაგეგმილ აქციაზე, პრემიერის და პრეზიდენტის შეხვედრაზე და ყოფილ პრეზიდენტზე საუბრობს.

„როცა მიხეილ სააკაშვილი აწყობდა „ვარდების რევოლუციას“ , მიდიოდნენ და ბაზრობასთან რომ დგანან მუშები და ხელოსნები, სამსახურს რომ ელიან ამაოდ, რათა ყველის და პურის ფული იშოვონ, იმათ ურიგებდნენ დიდ ფულს კი არა, 20-20 ლარს და ამ გზით მოხიკეს იქაური ადამიანები და ამით გაავსეს მოედანი. ჩემი აზრით, რაც უნდა გაბერო და გამობერო, 5000-მდე კაცს გამოიყვანენ, მეტს ვერა , დარწმუნებული ვარ. არ არის მათთვის ეს ცოტა“ -აცხადებს ჯაველიძე.

ელიზბარ ჯაველიძის თქმით, პრემიერი პრეზიდენტის მიერ მოწვეულ უშიშროების საბჭოს სხდომაზე არ უნდა მისულიყო.

„ძალიანაც დააშავა პრემიერმა, რომ რეზიდენციაში მივიდა, არ უნდა მისულიყო. მარგველაშვილი უნდა იყოს დუშეთში და წინდებს ქსოვდეს! ესაა მისი უმაღლესი მოწოდება. იყო გარკვეული მიმდინარეობა, როცა ბერები ქსოვაში სიმშვიდეს ჰპოვებდნენ და უკავშირდებოდნენ ღმერთს, ეს კაცი სიმშვიდეს რომ ჰპოვებს, უკავშირდება „ნაციონალებს“ და თავისუფლების ინსტიტუტს“. ამიტომ, არავითარ შემთხვევაში არ უნდა მისულიყო პრემიერი, რადგანაც ამ დათმობებმა, ამ ფერებამ და კოჰაბიტაციამ მოიყვანა „ნაციონალები“ იქამდე, რომ დღეს ჭკუას გვარიგებენ.

სააკაშვილი კალიგულაზე უარესია, ის არანაირი ნიჭიერი არაა, უბრალოდ, მიდრეკილება აქვს ენების სწავლის და ეს, როგორც ნიშცე ამბობს, ახასიათებს ყველა იმ ადამიანს, ვინც აზროვნებას მოკლებულიაო. ამდაგვარ ადამიანს არ აქვს სირცხვილის გრძობა და ზღვარი, ამიტომ მარტო ლაპარაკობს და ბოლოს რაღასც გამოადნობს ხოლმე. რასაც ახლა ვუყურებ, სიკვდილის ბუზს დაეძებს, ეტყობა“- ამბობს ჯაველიძე

მომზადებულია გაზეთ „ალიას“ მიხედვით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42