დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე სანდრო ბრეგაძე, არასამთავრობო სექტორის მხრიდან მის მიმართ გამოთქმულ შენიშვნებს გაზეთ „ალიასთან“ ინტერვიუში ეხმაურება.
„ვაჭარაძე არის „ნაცმოძრაობის“ წევრი , ჩემი ინფორმაციით , ეს ყველაფერი დაგეგმა ბოკერიამ, გამოიყვანეს და ალანძღვინეს პატრიარქი.მე, ასე ვთქვათ, ჩამავლეს და ამის გამოყენება უნდათ. მე ახლა მაინტერესებს, თუ ჩვენი საზოგადოებაც მოითმენს ვაჭარაძის გამოხტომებს, მაშინ ყველას თავისი გზით გაუმარჯოს, ეს არ არის მარტო სანდრო ბრეგაძის პრობლემა , ეს მთელი საზოგადოების პრობლემაა. სხვათა შორის „იდენტობიდან“ დამირეკა ერთმა ქალბატონმა, ვინმე გაბუნიამ და მთხოვა გასაუბრება. ვესაუბრე ნორმალურად და გასაგებად. ამის შემდეგ ქვეყნდება არასამთავრობოების განცხადება.
მე თანამდებობაზე ვიქნები თუ არა , არ მაინტერესებს. თუ მე გამიშვეს, მაშინ დაიწყება შეტევა სხვებზეც, „ნაციონალები“ მოუწყობენ პროვოკაციას, ვაჭარაძეს გამოიყვანენ, ვიღაცას ალანძღვინებენ და მაშინ ასე დაგვითხოვენ სამსახურებიდან“- აცხადებს სანდრო ბრეგაძე
შეგახსენებთ სანდრო ბრეგაძემ ერთ-ერთ საგაზეთო ინტერვიუში არასამთავრობო ორგანიზაცია “იდენტობის” ხელმძღვანელ ირაკლი ვაჭარაძეს ილია მეორის კრიტიკის გამო ვიგინდარა, მანქურთი და არარაობა უწოდა
13-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ საჯარო მოხელის, მით უმეტეს, მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირის ამგვარი განცხადებები სერიოზული საფრთხის ქვეშ აყენებს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, ახალისებს განსხვავებული აზრის მიუღებლობას, ფიზიკურ ანგარიშსწორებას და ემსახურება არასამთავრობო ორგანიაციების საქმიანობის დისკრედიტაციას. მეტიც, NGO-ები მიიჩნევენ, რომ ბრეგაძის ინტერვიუ, ასევე, მოწოდებას შეიცავს ვაჭარაძის ფიზიკური ანგარიშსწორებისკენ.
მასალის გამოყენების პირობები






