კამპანიის ,,ეს შენ გეხება" სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
საზოგადოება - 20:19, 30 Oct, 2014     1521
"ევროპის საბჭოს ექსპერტებმა ჯოზეფ კანატაჩიმ და გრეჰემ სატონმა თავის დასკვნაში მოუწოდეს საქართველოს პარლამენტს, გაუქმდეს ყველა ის კანონი, რომელიც საშუალებას აძლევს სახელმწიფო ორგანოებს და ხელისუფლების წარმომადგენლებს, ჰქონდეთ ხელმისაწვდომობა ელექტრონულ კომუნიკაციაზე ოპერატორისთვის შეტყობინებისა და მათ მიერ პირდაპირი კონტროლის გარეშე. კიდევ ერთმა ექსპერტმა, ჰანს-იორგ ალბრეხტმა განაცხადა: "რთულად გასაგებია, თუ რატომ უნდა ჰქონდეთ უშიშროებისა თუ სამართალდამცავ ორგანოებს დამოუკიდებელი და მუდმივი წვდომა ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელთან არსებულ მონაცემზე ან ელექტრონული კომუნიკაციის პროცესზე. ელექტრონული კომუნიკაციის ამგვარად ორგანიზებული მიყურადება და თვალთვალი შესაძლებელს ხდის მის ბოროტად გამოყენებას. თავისი პოზიციის გასამყარებლად პრემიერ-მინისტრი ასევე აცხადებს იმას, რომ ფარულ მიყურადებასთან დაკავშირებით სასამართლოში შედის მკაცრად დასაბუთებული შუამდგომლობები, ამის მიუხედავად, სასამართლოები არ გასცემენ ნებართვას. ამასთან დაკავშირებით, ჩნდება კითხვა, თუკი სასამართლოები მოსმენებთან დაკავშირებით ნებართვას არ გასცემენ, მაშინ რა მნიშვნელობა გააჩნია გასაღების შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელში დატოვებას? ნიშნავს თუ არა პრემიერ-მინისტრის განცხადება იმას, რომ სასამართლოს მიერ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მიუხედავად, შინაგან საქმეთა სამინისტრო მაინც იყენებს მის ხელთ არსებულ გასაღებს და ამით უკანონოდ იწერს მოქალაქეების სატელეფონო საუბრებს?

მოვუწოდებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრს გაითვალისწინოს ევროპელი ექსპერტების მოსაზრებები, რომლებიც ეყრდნობიან ევროპაში უკვე დიდი ხნით არსებულ პრაქტიკას და გასაღები გატანილი იქნას შინაგან საქმეთა სამინისტროდან. ასევე კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, არ გადაავადოს გასაღებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების მიღების საკითხი 2014 წლის 1 აპრილამდე",-ნათქამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42