შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტში ცვლილებები შევიდა
ბიზნესი & ეკონომიკა - 18:54, 30 Oct, 2014     2446

შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ოპტიმიზაციის, ფერმერული მეურნეობების გამსხვილების, ფერმერთა კოოპერირების ხელშეწყობის და კომუნიკაციის გაუმჯობესების მიზნით, შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტში ცვლილებები შევიდა.

პროექტის ოპტიმიზაციის შედეგად, 2015 წლის იანვრიდან, შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტს (ნაცვლად დღეისათვის არსებული 8 კომპონენტისა) ექნება შემდეგი ფინანსური პროდუქტები:




  • შეღავათიანი აგროკრედიტი ორი კომპონენტით:

  1. შეღავათიანი აგროკრედიტი საბრუნავი საშუალებებისთვის
  2. შეღავათიანი აგროკრედიტი ძირითადი საშუალებებისთვის

  • შეღავათიანი აგროლიზინგი
  • სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“

შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში დადგენილი იყო სესხის საპროცენტო განაკვეთის ზედა ზღვრები. პროექტის ოპტიმიზაციის ფარგლებში, საბანკო სესხებზე შემცირდა წლიური საპროცენტო განაკვეთები და მათი ზედა ზღვრები განისაზღვრა შემდეგნაირად:

საბრუნავი საშუალებებისთვის:

  • 20 000 ლარიდან –10 000 000 ლარამდე სესხებზე (სესხის თანხის ოდენობიდან გამომდინარე) წლიური საპროზენტო განაკვეთის ზედა ზღვრები დადგინდა 10%-დან 15%-მდე

ძირითადი საშუალებებისთვის:

  • 12 000 აშშ დოლარიდან – 600 000 აშშ დოლარამდე (სესხის თანხის ოდენობიდან გამომდინარე) წლიური საპროზენტო განაკვეთის ზედა ზღვრები დადგინდა 12%-დან 15%-მდე

სესხის საპროცენტო განაკვეთის ზედა ზღვრების შემცირების პარალელურად შემცირდა სააგენტოს თანადაფინანსების წლიური საპროცენტო განაკვეთებიც და განისაზღვრა შემდეგნაირად:

  • საბრუნავი საშუალებების კომპონენტისთვის - 8%;
  • ძირითადი საშუალებების კომპონენტისთვის - 11%

შეღავათიანი აგროლიზინგისა და სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ სააგენტოს თანადაფინანსების წლიური საპროცენტო განაკვეთები დარჩა უცვლელი

  • შეღავათიანი აგროლიზინგი - 12%;
  • აწარმოე საქართველოში - 10%.

მსხვილი ბიზნეს ჯგუფების დაინტერესებისა და მოზიდვის მიზნით, ცვლილებები შევიდა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების პროექტშიც.

  • გაუქმდაერთ მიზნობრივ რაიონში განსახილველი პროექტების ჯამური მოცულობის ზედა ზღვარი - 1 000 000 აშშ დოლარი, საიდანაც სააგენტოს მიერ გასაცემი თანადადფინანსების მაქსიმალური მოცულობა შეადგენდა 400 000 აშშ დოლარს. განხორციელებული ცვლილებების შედაგად ერთ მიზნობრივ მუნიციპალიტეტში სააგენტოს თანმხვედრი თანადაფინანსების მოცულობა გაიზარდა 1 000 000 ლარამდე. ამ ცვლილებით შენარჩუნებულია თანაბარი გეოგრაფიული გადანაწილების პრინციპი. იმ შემთხვევაში, თუ განსახილველი პროექტით/ებით გათვალისწინებული სააგენტოს თანმხვედრი თანადაფინანსების ჯამური მოცულობა ერთ მიზნობრივ მუნიციპალიტეტში აღემატება 1 000 000 ლარს, ზედა ზღვარის გაზრდის შესახებ ყოველ ცალკეულ შემთხვევაში გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა;
  • გაუქმდა განსახილველი პროექტების ჯამური მოცულობის ზედა ზღვარი - 1 000 000 აშშ დოლარი. განიხილება ყველა ის პროექტი რომელთა ჯამური ღირებულება აღემატება 200 000 აშშ დოლარს;
  • შეზღუდვა იხსნება პროექტის მხოლოდ წინასწარ განსაზღვრულ 40 რაიონში განხორციელებაზე. პროექტის განხორციელება შესაძლებელი ხდება საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში შემდეგი თვითმმართველი ქალაქების გარდა - თბილისი, რუსთავი, ქუთასის, ბათუმი, ფოთი. ამავდროულად რჩება დარგობრივი შეზღუდვა შემდეგი პროფილის გადამამუშავებელ საწარმოებზე - მეღვინეობა (ღვინის წარმოება), სპირტისა და ალკოჰოლიანი სასმელების წარმოება, ხორბლის წისქვილი (ხორბლის ფქვილის წარმოება). აღნიშნული შეზღუდვა დარგობრივად დივერსიფიცირებული საწარმოების გახსნას უწყობს ხელს.

აღნიშნული ცვლილებები უზრუნველყოფს რეგიონებში ინვესტიციების სტიმულირებას, რაც საბოლოოდ ხელს შეუწყობ მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას. შეიქმნება ახალი საწარმოები და დასაქმდება ადგილობრივი მოსახლეობა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42