კვლავ ამალიას სიმღერით გამოწვეული დაპირისპირება და დეპუტატ გოგა ხაჩიძის პოსტი კონკურსანტს, რომლის მენტორიც ის გახლდათ. გოგა ხაჩიძე გიორგი ბერიძეს ლობირებდა.
გოგა ხაჩიძე: „გიორგი, ბოდიშს გიხდი შექმნილი სიტუაციისთვის.
იცი რომ მას შემდეგ რაც „ბრავო"-ში შენი ლობისტი გავხდი, მცდელობას არ ვაკლებდი და მთელი მონდომებით ვემზადებოდი შენს მხარდასაჭერად.
სამწუხაროდ, ერთ კონკრეტულ ნამღერზე, ჩემთვის ობიექტური ე ჭ ვ ი გამოვთქვი და არხის ხელმძღვანელობამ ეს ლამის პირადი შურაცხყოფის რეგისტრში აიყვანა.
სასაცილოა, მაგრამ ამის გამო თურმე პროექტიდან „მომხსნეს".
როგორც ჩანს ვეღარ დაგეხმარები...
შენ მართლა ნიჭიერი, ძალიან კარგი მომღერალი ხარ და წარმატებები მინდა გისურვო!
P.S 1994 წელს ჯექსონის კონცერტზე ვიყავი.
კონცერტის შემდეგ საფუძვლიანი ეჭვი გამოვთქვი, მგონი რამდენიმე სიმღერა ფონოგრამით შეასრულათქო.
მაშინ არავის არსაიდან „მოვუხსნივარ" :))
მასალის გამოყენების პირობები






