გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების სწავლის დაფინანსება მოხდება
საზოგადოება - 14:27, 30 Oct, 2014     1492

გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის გადაწყვეტილებით, რომლის თავმჯდომარეც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, დავით შავლიაშვილია, კონფლიქტის ზონის მოსაზღვრედ მცხოვრებ სტუდენტთა სწავლის დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. ამ მიზნით, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში მოსახლეობისგან შესაბამისი განაცხადების მიღება უახლოეს დღეებში დაიწყება და მიმდინარე წლის 20 ნოემბერს დასრულდება. მათ მიერ წარმოდგენილი მონაცემები შესაბამისი სამსახურების მიერ გადამოწმდება. კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, სწავლის საფასური სახელმწიფოს მხრიდან სრულად ანაზღაურდება.

დღესვე, კომისიამ კონფლიქტით დაზარალებული რეგიონების მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის პროექტი განიხილა. აღნიშნული სტრატეგია მოიცავს ამ სოფლებში ინფრასტრუქტურისა და სოფლის მეურნეობის განვითარებას, სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას და ასევე, ეკონომიკური შესაძლებლობებისა და ბიზნესის წარმოების ხელშეწყობას. დოკუმენტი დასამტკიცებლად საქართველოს მთავრობას უახლოეს პერიოდში წარედგინება.

ამავე სხდომაზე, კომისიის წევრებმა ზამთრის პერიოდში მოსახლეობის გათბობით უზრუნველყოფის შესახებაც იმსჯელეს. კომისია ყველა საჭირო ზომას მიიღებს იმისთვის, რომ მოსახლეობას ამ კუთხით პრობლემები არ შეექმნას. გარდა ამისა, აქტიურად მიმდინარეობს სოფლების გაზიფიცირების პროცესი, რომლის დასრულებაც წლის ბოლომდე იგეგმება.

აღსანიშნავია, რომ გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველსაყოფად 2014 წელს მოეწყო ჭაბურღილები (სულ 9 სოფელი). ასევე, კონფლიქტით დაზარალებული რეგიონების უმეტეს სოფლებში გაიმართა საირიგაციო სისტემა, მოწესრიგდა ტირიფონა-სალთვისის არხი, რომელიც სარწყავი წყლით გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების მოსახლეობას ამარაგებს. აშენდა და ექსპლუატაციაში შევიდა 19 ახალი ამბულატორია, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვიავში სრულდება კლინიკის მშენებლობა, რომელიც თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღიჭურვება და პაციენტებს, სავარაუდოდ, წლის ბოლოდან მოემსახურება. გარდა ამისა, 2013-14 წლებში სრულად დაფინანსდა გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები 471 სტუდენტი, 600-ზე მეტი მოსწავლე კი უფასო სასკოლო ტრანსპორტით სარგებლობს.

გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითმა სამთავრობო კომისიამ 2015 წლის გეგმებზეც იმსჯელა. გორის მუნიციპალიტეტის გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში სარწყავი არხების მოსაწესრიგებლად მომავალ წელს 5 900 000 ლარი დაიხარჯება. ასევე, შემუშავდება სხვადასხვა სახის პროგრამები, რომელიც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ადგილობრივების სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42