გიორგი კავკასიძის საინტერესო პოსტი მარკენტიგსა და მეოცნებე პოლიტიკოსებზე
საზოგადოება - 14:27, 30 Oct, 2014     1772

დანარჩენი ინფორმაცია ახალი ქარხნების, ხიდების, გზების შესახებ ისეთივე სიყალბე ხომ არ არის როგორც გარდაცვლილთა რაოდენობა ან Doing Business მაჩვენებელი"? - კითხულობს უცხოეთში მცხოვრები ქართველი პროფესორი, გიორგი კავკასიძე და „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე შემდეგ სტატუსს აქვეყნებს.

გიორგი კავკასიძე: „მარკეტინგში არსებობს ასეთი კანონი:

"თუ რამის "გაყიდვას" აპირებ, არასდროს არ "დააბრალო" შენს პროდუქტს (პროდუქტი შეიძლება იყოს როგორც Tengible ანუ საგანი, ასევე Intengible ანუ იდეა, აზრი) ის თვისებები, რომელთა გადამოწმება და უზუსტობის აღმოჩენა არის შესაძლებელი. თუ უზუსტობა დამტკიცდა, რაც არ უნდა კარგი პროდუქტი იყოს, მის დანარჩენ "სიკეთეებს" მყიდველი აღარ დაიჯერებს და ასეთ პროდუქტს მომავალი არ ექნება.

მოგეხსენებათ პოლიტიკაც მარკეტინგია, სადა "პროდუქტი" არის იდეა/პლატფორმა, ხოლო "მყიდველი" კი ამომრჩეველი/მხარდამჭერი.

ქართული ოცნების ორწლიანი მმართველობის ანგარიშში პრემიერმა ბრძანა რომ 2013 წელს სიკვდილიანობა შემცირდა და ასეთი დაბალი მაჩვენებლი ბოლო 20 წლის განმავლობაში არ ყოფილა, რაც ჯანდაცვისა და სოცუზრუნველყოფის სისტემების წარმატებაზე მეტყველებს.

მან ასევე ბრძანა რომ საქართველოში გაუმჯობესდა ბიზნეს გარემო და საქართველოს Doing Business მსოფლიო რეიტინგში მე-14 ადგილი უჭირავს. რაც განხოცრიელებული რეფორმების წარმატებაზე მეტყველებს

აღმოჩნდა რომ 2013 წელს გარდაცვლილთა რიცხვი (საქსტატის მონაცემებით) იყო 48'533. იგივე მაჩვენებელი 2007 წელს -41'178, 2008 წელს-43'011, 2009 წელს-46'625, 2010 წელს-47'864.

მსოფლიო ბანკის 2014 წლის Doing Business რეიტინგით საქართველო მე-8 (ახალი შეფასებით კი მე-14) კი არა მე-15 ადგილზე ყოფილა.

მარკეტინგის იმ კანონის თანახმად, რაც ზემოდ აღვწერე, "მყიდველს" ეჭვი უნდა გაუჩნდეს "დანარჩენი ინფორმაცია ახალი ქარხნების, ხიდების, გზების შესახებ ისეთივე სიყალბე ხომ არ არის როგორც გარდაცვლილთა რაოდენობა ან Doing Business მაჩვენებელი"?

მაგრამ ასეთი კითხვა ალბათ მხოლოდ კრიტიკულად მოაზროვნე "მყიდველს" გაუჩნდება, რომელიც ზრუნავს თავის "ქონებაზე" რომ ეს "ქონება" უვარგის პროდუქტზე არ დახარჯოს“.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42