ნიკა გავარამიას განცხადება „ნიჭიერის“ კონკურსანტის ამალია ჯიბლაძის მიმართ ატეხილ აჟიოტაჟს უკავშირდება.
ჯოხაძის მიერ გამოქვეყნებული ვიდეო გოგა ხაჩიძემ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე შემდეგისტატუსით გამოაქვეყნა.
გოგა ხაჩიძე:„ვნახე ეს ვიდეო... ობიექტურობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ სიტუაციას ფონოგრამის სუნი ასდის“.
ნიკა გვარამიას განცხადება
არხის სახელით მინდა განვაცხადო:
1. ქალბატონმა ამალია ჯიბლაძემ ფილარომოიის დიდ საკონცერტო დარბაზში იმღერა ცოცხლად და არა ფონოგრამით;
2. ვწუხვარ, რომ ქართული ესტრადის ფონოგრამაზე გაწაფული წარმომადგენლები ვერ (ან შეგნებულად არ) ასხვავებენ ერთმანეთისგან ფონოგრამას და ეთერში გასაშვებ დამუშვებულ ვიდეოს, რა დროსაც მუშავდება მათ შორის ხმაც და ხდება მონტაჟი, რა დროსაც შესაძლებელი ეთერში გამოსახულების და ხმის აცდენა;
3. არ მივიჩნევთ შესაძლებლად, მომავალში რაიმე სახით ვითანამშრომლოთ იმ პირებთან, ვინც არხი პრაქტიკულად თაღლითობაში დაადანაშაულა. შესაბამისად, "ბრავოს" ხვალინდელი ეთერიდან არხის გადაწყვეტილებით მოიხსნა პარლამენტის წევრი, ბატონი Goga Khachidze.
4. თუ რაიმე ეჭვები კიდევ არსებობს უნიჭიერესი ქალბატონი ამალიას შესაძლებლობების შესახებ, უყურეთ ოთხშაბათს "სხვა შუადღეს".
ps ეს პირადად ჩემგან: მომღერალმა და არამომღერალმა ქართველმა ლუზერებმა 2 დღეც ვერ აიტანეს არსაიდან მოსული ნიჭიერი ქალის პოპულარობა. სამარცხვინო ბოღმები.

მასალის გამოყენების პირობები






