ანრი ჯოხაძემ „ნიჭიერის“ კონკურსანტი ამალია ჯიბლაძე თვალთმაქცობაში დაადანაშაულა. „ამალიამ ფონოგრამაზე იმღერა“, - განაცხადა მომღერალმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.
გიორგი ხაბურზანია: ანრი „ფეისბუქზე“ არ მყავს მეგობრებში, მაგრამ ფორუმზაც დაიწერა და იყო ამაზე ლაპარაკი. რუსთავი 2 -ის ყველა პროექტი არის ცოცხლად შესრულებული ჟიურის წინაშე. ყველა კონკურსანტი ცოცხლად მღერის, ამიტომ ვინ რას დაწერს ნაკლებად მაინტერსებს.
-ამ შემთხვევაში რუსთავი 2 თუ მოითხოვს ბოდიშს ანრისგან?
-მე, როგორც პროდიუსერს საერთოდ არ მაინტერსებს ეს პოზიცია, იმიტომ რომ ჩვენ ვაკეთებთ კარგ გადაცემას, ხალხი უყურებს, პოპულარულია რაც ჭორებსა და სხვადასხვა მითქმა-მოთქმებს იწვევს, იურიდიული შეფასება ეს უკვე იურისტების საქმეა.
მე კიდევ ერთხელ ვამბობ ფილარმონიაში, ჟიურის წინაშე და უკლებლივ ყველა პროექტში, სადაც არის კონკურსი რუსთავი 2-ზე ყოველთვის ცოცხლად ხდება ვოკალის შესრულება. ეს იურიდიულ განცხადებადაც შეგიძლიათ მიიღოთ“.
მასალის გამოყენების პირობები






