შიდა ქართლის სასწრაფო სამედიცინო ცენტრს დღეს 4 ახალი მანქანა გადაეცა, რომლებიც ქალაქ გორს და გორის მუნიციპალიტეტს მოემსახურება. “FORD”-ის მარკის ავტომობილები თანამედროვე სამედიცინო წესითაა აღჭურვილი და ყველა პირობაა იმისთვის, რომ მოხდეს პაციენტების სათანადოდ მომსახურება.
"ძველი მანქანების გამო პაციენტებს ხშირად ექმნებოდათ პრობლემები, ეს პრობლემები მუნიციპალიტეტში აღარ იარსებებს. განსაკუთრებით რთული მდგომარეობა იყო მთიან ზონაზე. უკვე ჩამოსულია 4 მაღალი გამავლობის მანქანა და მიმდინარეობს მათი მონტაჟი, დაახლოებით ორ კვირაში ეს 4 ახალი ავტომობილიც დაიწყებს ფუნქციონირებას."-განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა.
შიდა ქართლის სამედიცინო ცენტრს სულ 16 ახალი ავტომობილი გადაეცემა, რომლებიც შესაბამისად გორის, ქარელის, ხაშურისა და კასპის მუნიციპალიტეტების მოსახლეობას მოემსახურება.
მასალის გამოყენების პირობები






