მსოფლიოში მიღებულია სოციო-ეკონომიკური ფენის სტრატიფიცირების სხვადასხვა მეთოდი, მაგრამ თითოეული მათგანის უმთავრესი ამოცანაა განისაზღვროს, თუ როგორია მაღალი კლასის, საშუალოდა დაბალი ფენის მოცულობა.
კომპანია „აიფიემმა“ ამ ამოცანის შესასრულებლად გამოიყენა „სოციო-ეკონომიკური სტატუსის“ (SES) მოდელი. (SES) მოდელის მიხედვით, საზოგადოება იყოფა სამ ფენად: 1. მაღალი სოციალური კლასი, რომელთაც შესაძლებლობა აქვთ გააკეთონ ისეთი შენაძენი, როგორიციაა ავტომობილი, ბინა, გამოიტანონ სესხი და მიიღონ მრავალფეროვანი, ჯანსაღი და ნოყიერი საკვები; 2. საშუალო სოციალური კლასი, რომელთაც თვიდან თვემდე გააქვთ თავი საკუთარი შემოსავლით, აქვთ მატერიალური რესურსი კვებისთვის, მაგრამ თავს ვერ აძლევენ უფლებას გააკეთონ ძვირიანი შენაძენები; 3. დაბალი სოციალური კლასი, რომელთაც აქვთ კვების პრობლემა, მათ არ ყოფნით შემოსავალი საჭირო რაოდენობის საკვების მისაღებად და მუდმივად არიან გაუთვალისწინებელი პრობლემების მოლოდინში. შესაბამისად მარტივი ენით რომ გადმოგცეთ, პირველი კატეგორია მიეკუთვნება მდიდარ ფენას, მეორე კატეგორია საშუალო ფენასმ ხოლო მესამე კატეგორია კი ღარიბ ფენას.(SES) მოდელში სტატუსის განსაზღვრა ხდება მიმდინარე ეკონომიკური მდგომარეობის სამი ცვლადითი შეწონვით - შემოსავალი, განათლება და დასაქმება.შესაბამისად, რაც უფრო მაღალ განათლების საფეხურზეა პიროვნება, დასაქმებულია და გააჩნიაკარგი შემოსავალი, მით უფრო მაღალია მისი სოციალური კლასი.
ამა წლის აგვისტო-სექტემბერში, საქართველოს მასშტაბით, 800 ზრდასრულ რესპოდენტთან ჩატარებული რაოდენობრივი კვლევის შედეგებით მოხდა მოდელის შემუშავება. ამ ექსპერიმენტის მიზანი იყო რესპოდენტთა შემოსავლების მიმართ, მათი დამოკიდებულების საფუძველზე, ზემოთ ხსენებული (SES) მოდელით, გამოკითხულთა სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის განსაზღვრა.
ამ თვალსაზრისით საქართველოში არსებული მდგომარეობა მოცემულია ქვემოთ:

(SES) მოდელში მოცემული სამი ცვლადი, კლასების მიხედვით, შემდეგნაირად გადანაწილდა: თუ მაღალ სოციალურ კლასში, უმაღლესი განათლების მქონე, რესპონდენტების საშუალო მაჩვენებელი 57%-ს შეადგენდა, საშუალო კლასში ეს მაჩვენებელი 45%, ხოლო დაბალ კლასში 25%-ის ტოლი იყო. მაღალი სოციალური კლასის 67% დასაქმებული იყო, რაც მთელი 40%-ით აღემატებოდა დაბალი სოციალური კლასის დასაქმების საშუალო მაჩვენებელს. მოდელის მიხედვით, თითოეულ კლასში, აგრეთვე გამოვლინდა შემოსავლის საშუალო მაჩვენებლები - დაბალ სოციალურ კლასში საშუალო საოჯახო შემოსავალი 300 ლარამდე იყო, საშუალო კლასში 300-დან 800 ლარამდე, ხოლო მაღალ სოციალურ კლასში 800 ლარი და მეტი.
ქვემოთ მოცემულ ცხრილში მარტივადაა ნაჩვენები, თუ ცხოვრების რა რესურსი და პრაქტიკა აქვს საქართველოს მოსახლეობას. თითოეული პარამეტრი ცხრილში ახასიათებს შესაბამის სოციო-ეკონომიკურ კლასს.

მაღალი სოციალური კლასი 5.2% მაღალი ხარისხის კვება, მზადყოფნა ავადობასთან საბრძოლველად, უძრავი ქონებისა შესყიდვის შესაძლებლობა, ახასიათებს მომავლის რწმენა, ნაკლებად ამართლებს რუსეთის მოქმედებას უკრაინაში და ზოგადად რუსულ პოლიტიკას, მეტად ენდობა სახელმწიფო ინსტიტუტებს, საერთოს ხედავს საქართველოსა და უკრაინის მოვლენებში, მეტად არის მზად დახმარება აღმოუჩინოს სხვა ადამიანს, ცხოვრობს არსებითად პოზიტიურ გარემოში, ოჯახში ვითარების ჩათვლით;
საშუალო სოციალური კლასი 28.8% არარეგულარული მაღალი ხარისხის კვება, ავადობასთან ბრძოლის ლიმიტირებული შესაძლებლობა, ავტომანქანის შესყიდვის დაბალი ხარისხის შესაძლებლობა, მეტად ენდობა სახელმწიფო ინსტიტუტებს;
დაბალი სოციალური კლასი 66.0% დაბალი ხარისხის არარეგულარული კვება, ავადობასთან ბრძოლის პრობლემები, ნაკლებად აქვს მომავლის რწმენა, მეტად პოზიტიურად აფასებს რუსულ პოლიტიკას, ვიდრე მაღალი სოციო -ეკონომიკური კლასი, ნაკლებად ენდობა სახელმწიფო ინსტიტუტებს, ნაკლებად ხედავს საერთოს უკრაინისა და საქართველოს მოვლენებში, არ არის მზად დახმარება აღმოუჩინოს სხვა ადამიანს, თუნდაც არა ფულადი, ცხოვრობს ნაკლებად პოზიტიურ გარემოში, ოჯახში ვითარების ჩათვლით;
ადამიანებისათვის, ვინც მეტად ერკვევა სოციო-ეკონომიკურ კლასიფიკაციის პრაქტიკაში, ან სოციალური სტრატიფიკაციის საკითხებში, მიხვდება, რომ მაღალი სოციო-ეკონომიკური კლასი საქართველოში არის დასავლური სტანდარტის საშუალო კლასთან ყველაზე ახლოს. ეს კლასი იმედიანია, სოციალიზირებული, პოლიტიკურად აქტიური, აქვს მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა. თუმცა, სამწუხაროდ, საქართველოს მოსახლეობის 66% არის ის სოციალური სივრცე, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში სტრესულ გარემოცვაში ცხოვრობს, არ აქვს პოტენციალი და რესურსი რომ მიიღოს მონაწილეობა ქვეყნის აღმშენებლობაში, არის ინდეფერენტული ისეთ პრინციპულ პოლიტიკურ საკითხებში, როგორიცაა რუსეთთან ურთიერთობა, არცთუ იშვიათად,ანტი ნაციონალური ინტერესების მატარებელია.
მასალის გამოყენების პირობები






