DHL-ის, TNT-ის, "სთარ გრუპ"-ის და კიდევ რამდენიმე საერთაშორისო საფოსტო კომპანიის მომსახურებით სარგებლობა დღეს შეუძლებელი იქნება. ისინი ერთ დღიან გამაფრთხილებელ აქციას მართავენ, რომლის მიზეზი ეკონომიკის სამინისტროს მიერ შემუშავებული კანონპროექტია.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, პროექტის მიერ „საქართველოს ფოსტის“ მიერ ბაზრის მონოპოლიზაცია ხდება.
რამდენიმე საათის წინ თბილისში დაბრუნდნენ საქართველოში მოქმედი DHL-ისა და TNT-ს ხელმძღვანელები. ისინი კონსულტაციებისთვის ევროპაში სათაო ოფისებში იმყოფებდნენ.
„გადამზიდავები ვიფიცებით რადგან ეკონომიკის სამინისტრომ შეიმუშავა კანონპროექტი. თუ ეს კანონი ამ სახით იქნა მიღებული არ გვექნება საშუალება ჩვენ დავრჩეთ საქართველოში. ეს კანონი ევროკავშირთან მიღწეულ შეთანხმებებსაც არღვევს“, - აცხადებს „თი-ენ-თი“-ს დირექტორი ნინო მენთეშაშვილი.
ეკონომიკის სამინისტროს აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. გაფიცვის შესახებ საფოსტო კომპანიები კლიენტებს ერთი დღით ადრე ატყობინებდნენ.
მასალის გამოყენების პირობები






