თბილისის მოდის კვირეული სწორედ ანუკი არეშიძის ჩვენებით გაიხსნა. ქალი, რომელიც ANOUKI–ის ატარებს ახლოს არის ბუნებასთან, უყვარს ფერებთა თამაში და გამორჩეული დეტალები.
უამრავ სტუმართან ერთად დეფილეს დიზაინერის მეუღლე, კახი კალაძე ესწრებოდა. როგორც გაირკვა ენერგეტიკის მინისტრი სამოსს ძირითადად თავადვე არჩევს და გარდერობის განახლებისას დიზაინერ მეუღლეს აზრს იშვიათად ეკითხება.
კახი კალაძე: მე ვფიქრობ, ყველა დიზაინერის კოლექცია თავად მისი შინაგანი მდგომარეობიდან გამომდინარეობს. ანუკი ძალიან დადებითი, ქალური და ნაზია. ასეთივეა მისი ახალი კოლექციაც. ჩემი მხრიდან მას მაქსიმალური მხარდაჭერა აქვს. ყველაფერს გავაკეთებ, რომ კიდევ უფრო წარმატებული გახდეს. რაც მთავარია მონდომებულია. ვხედავ თუ რამდენს მუშაობს და დარწმუნებული ვარ, რომ შრომა დაუფასდება, რადგან ყველას ვინც ძალიან ბევრს მუშაობს, და აკეთებს ღმერთი ყველაფერს უფასებს.
წყარო: primetimenews.ge
მასალის გამოყენების პირობები






