მართვის მოწმობის აღების მსურველები გამოცდას ახალი ბილეთებით ჩააბარებენ
საზოგადოება - 16:13, 28 Oct, 2014     7128
მართვის მოწმობის აღების მსურველები გამოცდას ახალი ბილეთებით ჩააბარებენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ცნობით, ბილეთები კვლავ იქნება ქართულ, აფხაზურ, ოსურ, ინგლისურ, თურქულ, რუსული, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე.

მომსახურების სააგენტოში განმარტავენ, რომ 2013 წლის დეკემბრიდან ძალადაკარგულად გამოცხადდა საგზაო მოძრაობის შესახებ უსაფრთხოების კანონი, რომლის მიხედვითაც შეიქმნა ძველი საგამოცდო ბილეთები. ამავდროულად, ამოქმედდა ახალი კანონი და სწორედ ამ კანონზეა მორგებული მართვის მოწმობის ახალი ბილეთები. კერძოდ, ახალი კანონის მიხედვით, განსაზღვრულია, რომ ძველი ბილეთები ახლის დამტკიცებამდე იმოქმედებდა. მომსახურების სააგენტოს ცნობით, კი ახალი ბილეთები მინისტრის ბრძანების საფუძველზე, 21 ოქტომბერს დამტკიცდა და ძალაში 15 დეკემბრიდან შედის.

როგორც სააგენტოში განმარტავენ, საქართველო იღებს ვალდებულებას, განსაზღვრულ ვადებში ეტაპობრივად დაუახლოვოს თავისი კანონმდებლობა ევროკავშირის კანონმდებლობასა და საერთაშორისო და საერთაშორისო სამართლებრივ ინსრუმენტებს სხვადასხვა სფეროში. ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს დირექტივა მართვის მოწმობის თაობაზე ითვალისწინებს მართვის მოწმობის გაცემის და გამოცდების ჩაბარების წესის ამ დირექტივასთან დაახლოებას, რის საფუძველზეც განხორციელდა ცვლილებები.

მათი განმარტებით, ახალ ელექტრონულ ბილეთებში დახვეწილია კითხვის როგორც შინაარსი, ასევე ფორმა და ვიზუალი.

“ახალ ელექტრონულ ბილეთებში გამოყენებულია სიტუაციის აღმწერი ვიდეორგოლები, რის საშუალებითაც კანდიდატს სიტუაციის უკეთესად აღქმისა და გაანალიზების საშუალება ეძლევა. მისაღები თეორიული გამოცდის საგამოცდო ტესტების ელექტრონულ ვერსიაში მოხდება საგამოცდო ტესტის სწორი და არასწორი პასუხების ნუმერაციის გადაადგილება მათი შინაარსის შეუცვლელად, რაც საგამოცდო ბილეთების მექანიკურად დამახსოვრებას გამორიცხავს. ახალ ბილეთებში აღქმის გასაიოლებლად გამოყენებულია საქართველოს ავტომაგისტრლებისა და ქუჩების ფოტო-ვიდეო მასალა. ამასთან, ელექტრონული ტესტირებისას მეტი თავლსაჩინოებისთვის შესაძლებელია საგზაო მოძრაობის კონკრეტული ელემენტის ახლო მანძილიდან დანახვა”, – აცხადებენ მომსახურების სააგენტოში.

მათივე ცნობით, ახალი ბილეთები გამოქვეყნებულია საკანონმდებლო მაცნეში. უახლოეს პერიოდში გამოქვეყნდება მომსახურების სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42