საქართველო პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის გაზის ტარიფის სიძვირით მე-7 ადგილს იკავებს. ბალტიისპირეთის ქვეყნების, მოლდოვის, ტაჯიკეთის და სომხეთის შემდეგ ყველაზე ძვირი ბუნებრივი აირი საქართველოშია. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს გაზის ტრანზიტს ორი ქვეყნიდან ახორციელებს. განსხვავებით სხვა ქვეყნებისა, აქ გაზის ტარიფი არც სუბსიდირებულია და შეღავათებიც დღემდე არ მოქმედებს. ერთადერთი, რაც ახალმა ხელისუფლებამ შეძლო, ბუნებრივი აირის ტარიფი 0,50 ლარიდან 0,45 ლარამდე შეამცირა,
ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ზვიად კანდელაკი ამბობს, რომ მთავრობის გაზის ტარიფის სუბსიდირება უპრობლემოდ შეუძლია, მთავარია, პოლიტიკური ნება და სურვილი იმისა, რომ მოსახლეობას ეს ტვირთი ცოტათი მაინც შეუმსუბუქდეს.
„გაზის ტარიფის სუბსიდირება ადვილად შესაძლებელია და კარგი იქნება თუ ხელისუფლება ზამთრის პერიოდში მაინც მიმართავს ამ ხერხს, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ამგვარ მეთოდს საქართველოს ყველა მეზობელი მიმართავს“- ამბობს ზვიად კანდელაკი.
პოსტსაბჭოთა ქვეყნები გაზის სიძვირის მიხედვით (1კბ/მ-ის ფასი)
ლიტვა 1,2 ლარი
ლატვია 1,1
ესტონეთი 1,0
მოლდოვა 0,71
სომხეთი 0,66
ტაჯიკეთი 0,50
საქართველო 0,45
ყირგიზეთი 0,4
ბელორუსი 0,22
რუსეთი 0,22
აზერბაიჯანი 0,21
უკრაქინა 0,21
უზბეკეთი 0,12
ყაზახეთი0,10
თურქმენეთი 0,014
მომზადებულია გაზეთ "რეზონანსის" მიხედვით
მასალის გამოყენების პირობები






