მერაბიშვილის თავისუფლების სანაცვლოდ მესხელი საიდუმლო თათბირების ჩანაწერებს გამოაქვეყნებს
საზოგადოება - 13:35, 28 Oct, 2014     15899
„აშკარად უყურადღებოდ მიტოვებული მერაბიშვილი, როგორც „ქრონიკა +“- ს საკუთარი წყარო უყვება, ღიად ეძებს კავშირებს ახალ ხელისუფლებასთნ. ცხადია, მას პირდაპირ ჩვენების მიცემა სააკაშვილისა და მისი ხელისუფლების მაღალჩინოსნების წინააღმდეგ არ უნდა, ამიტომ მოლაპარაკებებში მისი მარჯვენა ხელი და ყოფილი მოადგილე, ამირან მესხელი მონაწილეობს. მესხელთან უკვე გაიმართა რამდენიმე შეხვედრა და როგორც ჩვენი წყარო გვიყვება, ნოემბრის მიწურულს საბოლოო მოლაპარაკება უნდა შედგეს. მერაბიშვილის თავისუფლების სანაცვლოდ ამირან მესხელმა იმ საიდუმლო თათბირების ჩანაწერები უნდა გამოაქვეყნოს, რომლებიც მიხეილ სააკაშვილთან იმართებოდა და რომელსაც, სავარაუდოდ სწორედ მერაბიშვილი იწერდა“, - წერს გამოცემა.„ქრონიკა +“-ის ინფორმაციით, ჯერ-ჯერობით მესხელი პირობას დებს, რომ ჩანაწერები სოციალური ქსელებით ინტერნეტსივრცეში უცხოეთიდან გავრცელდება, რადგან თუ ვანო მერაბიშვილი ციხის საკანს და პირობებს ვერ გაუძლებს და ოფიციალური ჩვენების მიცემას გადაწყვეტს სააკაშვილის ხელისუფლების მაღალჩინოსნებზე, ამას ავტომატურად მოყვება მის წინააღმდეგ ყოფილი ძალოვნების ჩვენებები. გამოცემის წყარო ირწმუნება, რომ ვანო მერაბიშვილს ეს უკვე შეუთვალა ბაჩო ახალაიამ, ამდენად ის ღია დაპირპისპირებაში შესვლას ყოფილ თანაგუნდელებთან ვერ გაბედავს და სწორედ ამიტომ მიდის მოლაპარაკებები კულუარულად და ამირან მესხელის მეშვეობით. გამოცემა არ გამორიცხავს, რომ ჩანაწერები სწორედ 23 ნოემბრის წინ, ანუ „ვარდების რევოლუციის“ მორიგ წლისთავზე გავრცელდება.

წყარო „ქრონიკა +“




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42