საქართველოში გაზისა და ელექტროენერგიის საფასურის შემცირება წარმოუდგენელია
ბიზნესი & ეკონომიკა - 19:57, 03 Jan, 2013     1069

ექსპერტი გიორგი აბაშიშვილი. მისივე შეფასებით, ბიუჯეტის გადაჭარბებით შესრულება არ ნიშნავს ეკონომიკის მდგრად განვითარებას და იმას, რომ ეკონომიკურად სტაბილურ გარემოში ვცხოვრობთ.

 

,,ის, რომ ბიუჯეტი გადაჭარბებით შესრულდა, არის პროდუქტი იმ პოლიტიკის რომელიც ჰქონდა ძველ ხელისუფლებას, მაგრამ ამავე დროს ახალი ხელისუფლებისაც, რომელთაც შეძლეს მინიმუმ შეენარჩუნებინათ ის ტემპი, რომელსაც გეგმავდა და ახორციელებდა ძველი ხელისუფლება. ბიუჯეტის გადაჭარბება თავისთავად არ არის ცუდი ფაქტი, რადგან ეს ნიშნავს იმას, რომ რაღაც ვერ დაიგეგმა სწორად, ანუ შესაძლებელი იყო ეს თანხები მოსახლეობას მოხმარებოდა 2012 წელსვე.“ -აცხადებს აბაშიშვილი და დასძენს, რომ ფასების ცვალებადობა ბოლო დროს განვითარებული პოლიტიკური პროცესებითაა განპირობებული.


,,ფასები შეიძლება იყოს სტაბილურად მაღალი და დაბალი. მე მაგალითად ვერ ვხედავ, რომ საქართველოში ფასები არის სტაბილურად დაბალი, მაგალითად ბენზინზე - მსგავსი ტიპის თანხის ცვალებადობა საქართველოში 10, 15 თეთრით ყოველთვის ხდებოდა, უბრალოდ როდესაც ვინმე საუბრობდა კარტერულ გარიგებებზე, მათ მოჰყავდათ ასეთი არგუმენტები, რომ ფასები დაახლოებით თანაბარი აქვთ ყველა ბენზინის შემომტან კომპანიებს. ეს არის კარტერული შეთანხმების მსგავსი, როდესაც ფასების მიხედვით არ არის კონკურენცია, ამ მხრივ დღეს სიტუაცია არ შეცვლილა. ფასები პრაქტიკულად ისევ თანაბარია.


ფასების კლება გამოიწვი ამ შემთხვევაში ბენზინზე იმან, რომ მსოფლიოში საწვავის ფასმა დაიკლო, ასე რომ ეს ფასების კლება, მე არ ვთვლი, რომ შიდა დონეზე მოხერხდა, ეს იყო ერთი რიგითი სიტუაცია, რომელიც ადრეც ხდებოოდა. 2 ლარამდეც ჩამოსულა საწვავის ფასი და ცოტა უფრო ქვემოთაც.


მძღოლების დიდი ნაწილი, ვინც ამ თემაზე საუბრობდა, ამბობდა, რომ საქართველოში საწვავის ფასი არ უნდა ყოფილიყო 2 ლარზე მეტი, ჩვენ აქედან ძალიან შორს ვართ.


ჩემი აზრით, საქართველოში გაზისა და ელექტროენერგიის საფასურის შემცირება არის წარმოუდგენელი და ყოველთვის ამ აზრზე ვიყავი. მე ყოველთვის ვამბობდი, რომ რადიკალური ფასის ცვლილებები მოკლე დროში იქნებოდა ყოვლად შეუძლებელი.“- მიიჩნევს გიორგი აბაშიშვილი.

მისივე აზრით, გასული წელი მძიმე იყო, თუმცა ეკონომიკური სტანილურობა ახალი ხელისუფლების პირდაპირი პოლიტიკური ნების ადეკვატური იქნება.


,,2012 წელი ინვესტორებისთვის იყო მძიმე, იმიტომ, რომ მათი უმრავლესობა ელოდებოდა არჩევნებს და მათ ქონდათ საარჩევნო პერიოდის რეჟიმში მუშაობა და არ ქონდათ სტაბილურობის განცდა, შეიძლება ესეც ითქვას, მაგრამ თუ ენერგეტიკას მივუბრუნდებით აქ სიტუაცია მარტივია. როდესაც აიაფებ, აუცილებლად იზრდება მოხმარება, ამიტომ აუცილებლად გჭირდება დამატებითი ელექტროენერგია, საიდან მოიტან ამ დამატებით ელექტროენერგიას, თუ არ მოხდა ინვესტირება?


როდესაც საუბარია გაიაფებაზე, მცირდება იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც გაიაფებულ ტარიფს გადაიხდიან. საქართველოში სიტუაცია დღეს შეიძლება წავიდეს ძალიან კარგადაც და ცუდადაც, კერძოდ ვგულისხმობ იმას, რომ თუ ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება დასტბილურდა და არ გაჩნდა მოლოდინი იმისა, რომ რადიკალური ცვლილებები არ მოხდა, ვგულისხმობ პარლამენტის დათხოვნას, კრიზისს, რომელიც შესაძლებელია გამოწვეული იყოს, მაშინ შესაძლოა, საქართველოში ინვესტიციები შემოვიდეს, მაგრამ მათ არ და ვერ მოუნდებათ საქართველოში შემოსვლა, რადგან აქ შესაძლებელია განხორციელდეს მუდმივი ცვლილებები.“_ აცხადებს აბაშიშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42