მუსიკალური შოუ „ბრავოს“ სუპერფინალს კიდევ ერთი მონაწილე შეემატა, რომლის ლობისტები პატარა მსახიობები ქეთა ორბელაძე და გიორგი ბარბაქაძე არიან.
„ბავშვების ფოტო რომ ამოვიღე, შემეშინდა, დავიბენი. იმ მომენტში ვერ გავიაზრე, რომ ამ ბავშვებს ძალიან ბევრი სიგიჟისა და არაორდინარული რაღაცეების გაკეთება შეეძლოთ. თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ არ გამიხარდა. თან, მალევე გავაანალიზე, რომ მთელი საქართველო უყურებს ამ ბავშვებს, სუპერპოპულარულები და ძალიან მაგრები არიან. რომ გავაანალიზე, მივხვდი, მათთან ერთად შეიძლებოდა, ძალიან კარგი შოუ გაგვეკეთებინა. უფრო მეტი შემართებით ვიყავი, იმედიანად. ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბეს. მომღერალზეც ბევრი რამ არის დამოკიდებული, მაგრამ უკვე რამდენიმე შოუ გავიდა და გამოჩნდა, რომ ლობისტების წვლილი ძალიან დიდია“, - განაცხადა ტეტიაშვილმა.
წყარო: ჟურნალი "თბილისელები"
მასალის გამოყენების პირობები






