ივანიშვილის ქვისლმა მთავრობის დადანაშაულება გადაიფიქრა
საზოგადოება - 13:19, 27 Oct, 2014     4265

„პირველ პრესკლუბში“ 12:00 საათზე დანიშნული იყო გია ბერაძის პრესკონფერენცია, რომელსაც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და შსს-ს მიერ ბიზნესის წართმევის შესახებ უნდა ესაუბრა. წინასწარ გავრცელებული ინფორმაციით საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ქვისლს გია ბერაძეს საკუთარ კომპანია „სერვის ცენტრზე“ უნდა ესაუბრა, რომელსაც ევალებოდა თბილისის მასშტაბით ტრანსპორტის გადაადგილება მანქანების კონკრეტულ სადგომზე , ბერიძის თქმით მისი ხელშეკრულების შეწყვეტა აბსურდული ბრალდებით, ხელოვნურად მოხდა, ის სერვისი რომელსაც ბერაძის კომპანია ახორციელებდა ამჟამად 112-სთვის არის გადაბარებული.

ბერაძემ პრესკონფერენციის მსველელობისას თემა შეცვალა და „მაესტროს“ ჩართვაში განაცხადა, რომ არ იცის, საიდან მოვიდა ამ ამბის ასე დაანონსება.

„მე ვერ დავარქმევ ბიზნესის წართმევას , მაგრამ ეს არის ხელის შეშლა ბიზნესისთვის საოპატრულო პოლიციის მხრიდან, ჩვენ 2006 წლიდან ამა წლის პირველ აპრილამდე გვქონდა ხელშეკრულება, წელს კი ეს ხელშეკრულება მომავალი სამი წლით გაგრძელდა, მაგრამ რატომღაც 15 მაისს მოინდომეს რომ უნდა შეწყვეტილიყო თან გაუფრთხილებლად, მიზეზად დაასახელეს ტერიტორიის არ ქონა, ასევე თითქოს ვაგვიანებდით გამოძახებაზე, თუ მსგავსი პირობების დარღვევა იყო , შეეძლოთ გავეფრთხილებინეთ წერილობით ან ტელეფონით, ჩვენ ყოველდღიუირი ურთიერთობა გვქონდა საპატრულო პოლიციასთან.

ბერიძე უარყოფს იმ ფაქტს, რომ ის კონკრეტულად ირაკლი ღარიბაშვილს და შსს-ს ადანაშაულებდა ბიზნესისთვის ხელის შეშლაში,

„მე ვერ დავადანაშაულებ პრემიერს, ჩვენგან იქნა გაგზავნილი წერილი პრემიერ-მინისტრთან, იქიდან მიღებული იქნა პასუხი, ძალიან ოპერატიულად, ბატონი გია გახარია დაგვიკავშირდა, გვთხოვა შეხვედრა და გვითხრა რომ უნდა დავიწყოთ ძებნა იმ მიზეზების თუ რა მოხდა, შემდეგ დამაკმაყოფილებელი პასუხიც მივიღეთ, პირდაპირ წერია რომ ხელშეკრულების შეწყვეტა არაკანონიერად მოხდა,.

ბერიძის თქმით მას ამ საკითხთან დაკავშირებით ყოფილ პრემიერ-მინისტრთან და ნათესავთან კონტაქტი და საუბარი არ ქონია: „ნათესაობა და ოჯახი ერთია, საქმე და სამსახური მეორე, ბიძინა ივანიშვილი აქ არაფერ შუაში არაა, მითუმეტეს არა მგონია პრემიერ მინისტრს ის ინტერესები ქონდეს რომ საჯარიომოსთან დაკავშირებით პრობლემები შეუქმნას ვინმეს.“- განაცხადა ბერაძემ.

საინფორმაციო სააგენტო „პირWელი“ აცხადებს, რომ ანონსი შეთანხმებული იყო გია ბერაძის ადვოკატ დიმიტრი გაბუნიასთან, რომელიც ადასტურებს, რომ პრესკონფერენციაზე საუბარი სწორედ დაანონსებულ თემასთან დაკავშირებით უნდა წარმართულიყო.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42