Financial-ის ინფორმაციით, 2014 წლის იანვარ-აგვისტოში, საქართველოში 17 800 ტონა ვულკანიზებული რეზინის კონტრაცეპტივის ანუ პრეზერვატივის იმპორტი განხორციელდა. აღნიშნული მონაცემი ნიშნავს, რომ წელს, შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, „რეზინის“ იმპორტი 9 900 ტონით შემცირდა. ამ ბიზნესში ძირითადი იმპორტიორები გერმანია, რუსეთი და ჩინეთია. რატომ შემცირდა საქართველოში პრეზერვატივის იმპორტი და საერთოდ, როგორია ოფიციალური სტატისტიკა?
Financial-ის ცნობით, გამოკითხული მამაკაცების უმრავლესობა, არც დაქორწინებული და არც დასაქორწინებლენი, პრეზერვატივს არ იყენებს. გამოკითხულთა 90% აცხადებს, რომ ეკლესია კონტრაცეპტივებს კრძალავს, 30% იშვიათად იყენებს და აქაც რელიგიური მოტივია. გამოკითხულთა 55% აღიარებს, რომ კონტრაცეპტული საშუალებების გამოყენება სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებათა რისკს ამცირებს.
„საქსტატის“ ინფორმაციით, 2014 წლის იანვარ-აგვისტოში, საქართველოში 496 300 აშშ დოლარის ღირეულების, 17 800 ტონა „რეზინის“ იმპორტი განხორციელდა. 2013 წლის იანვარ აგვისტოში, საქართველოში 564 400 აშშ დოლარის ღირებულების, 27 700 ტონა „პრეზერვატივის“ იმპორტი განხორციელდა.
არაოფიციალური ინფორმაციით, პრეზერვატივების იმპორტის სიმცირე და ავტომატურად, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების სიმრავლე იმ საკანონმდებლო ინიციატივას უკავშირდება, რომლითაც 2013 წლის 1 იანვრიდან, საქართველოში ბუსუსიანი პრეზერვატივების შემოტანა აიკრძალა. ერთ-ერთი ვერსიით კი პრეზერვატივების იმპორტის შემცირება საბაჟოზე კონტროლის გამკაცრებას უკავშირდება, რომლითაც ქვეყნის ტერიტორიაზე ვადაგასული პროდუქტის შემოტანა იკრძალება.
წყარო: გაზეთი „ვერსია“
მასალის გამოყენების პირობები






