ამის შესახებ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ზაზა ვაშაყმაძემ შეხვედრა რამდენიმე სოფელში გამართა.
„ადგილობრივები მიესალმებიან კომისიის შექმნას და მზად არიან ჩართონ მათი წარმომადგენელი მის მუშაობაში. ვითარებაში გარკვევის მიზნით, ვფიქრობთ მოვიწვიოთ ძეგლთა დაცვის სააგენტო, კულტურის სამინისტრო, საჭიროების შემთხვევაში, არასამთავრობო სექტორი, რათა ზედმეტი კითხვები აღარ გაჩნდეს. მთლიანობაში, ამ კომისიამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება თუ ვისი კუთვნილებაა ეს შენობა", - განაცხადა კომისიის თავმჯდომარემ.
ადიგენის რაიონის სოფელ მოხეში ამ დრომდე გრძელდება ადგილობრივი მუსლიმების პროტესტი, რომლებიც სოფლის ცენტრში მდებარე ყოფილი კულტურის სახლში ბიბლიოთეკის მოწყობას აპროტესტებენ. მუსლიმები იქ მეჩეთის მშენებლობას მოითხოვენ.
მასალის გამოყენების პირობები






