დღეს 20:00 საათზე, ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მატჩში “რეალი” “ბარსელონას” უმასპინძლებს.
გთავაზობთ უკანასკნელი 5 წლის სტატისტიკას ამ გუნდების ურთიერთშეხვედრების შესახებ. კონკრეტულად კი, იმ შეხვედრების შესახებ, რომლებიც ბოლო წლებში “სანტიაგო ბერნაბეუზე” გაიმართა.
ჯერ გავიხსენოთ, ლა ლიგის ბოლო დაპირისპირება მადრიდში – “რეალი” 3:4 “ბარსელონა”, მართაც რომ შესანიშნავი მატჩი გამოდგა. ორივე გუნდმა მაქსიმუმი დადო მოედანზე, საბოლოოდ კი მესის ჰეთ-თრიკის მეშვეობით გამარჯვება “ბარსელონას” დარჩა.
ახლა კი გადავიდეთ, ბოლო 5 წლის სტატისტიკაზე. ამ წლებში “სანტიაგო ბერნაბეუზე” ლა ლიგის 6 ელ კლასიკო გაიმართა, საიდანაც “რეალმა” 1 მოიგო, “ბარსელონამ” 4, 1 შეხვედრა კი ფრედ დასრულდა.
ახლა გავიხსენოთ, ესპანეთის თასის მატჩები ბოლო 5 წლის მანძილზე, რომლებიც “ბერნაბეუზე” შედგა. ასეთი სულ 2-ა და 1 ფრედ დასრულდა, მეორე კი “ბარსელონამ” მოიგო. მართალია “ბერნაბეუზე” არ იყო, თუმცა გასული წლის კოპა დელ რეის ფინალიც გასახსენებელია, სადაც “რეალმა” “ბარსელონა” 2:1 დაამარცხა.
ესპანეთს სუპერ თასს რაც შეეხება, აქაც 2 შეხვედრა გაიმართა ბოლო 5 წლის განმავლობაში “ბერნაბეუზე”, საიდანაც 1 ფრედ დასრულდა 1 “რეალმა” მოიგო.
ჩემპიონთა ლიგაზე, ალბათ, გახსოვს “სანტიაგო ბერნაბეუზე” გამართული შეხვედრა, რომელიც 0:2 დასრულდა კატალონიელთა გამარჯვებით 0:2.
სულ ჯამში, ბოლო 5 წლის მანძილზე გუნდებმა 11 ელ კლასიკო გამართეს “სანტიაგო ბერნაბეუზე”, საიდანაც 6 “ბარსელონამ” მოიგო, 2 “რეალმა”, 3 მატჩი კი ფრედ დასრულდა.
წყარო: http://sportinfo.ge/
მასალის გამოყენების პირობები






