"თბილისობასთან" დაკავშირებით შსს ტრანსპორტის მოძრაობის გრაფიკს აქვეყნებს
საზოგადოება - 10:09, 25 Oct, 2014     1406

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ „თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, 25 ოქტომბერს 08:00 საათიდან 26 ოქტომბრის 24:00 საათამდე დედაქალაქის გარკვეულ უბნებში ვტოტრანსპორტის მოძრაობა და პარკირება შეიზღუდება.

ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა იკრძალება ევროპის მოედნის მიმართულებით ღვინის აღმართიდან და მეტეხის ქუჩიდან, ასევე ევროპის მოედნიდან მეტეხის ხიდის და გორგასლის მოედნის მიმართულებით. სანაპიროზე მოძრავი ავტომობილები მოძრაობას გააგრძელებენ გორგასლის ქუჩის მიმართულებით ქვედა ზოლში და მოძრაობა იქნება ორმხრივი.

იკრძალება პარკირება გორგასლის ქუჩაზე, სანაპიროზე მოძრავი ავტომობილები უნდა გადაადგილდნენ გამსახურდიას ქუჩით სანაპიროს გავლით კრწანისის მოედნის მიმართულებით. პარკირება შესაძლებელია ევროპის მოედანზე მიწისქვეშა ავტოსადგომზე.

საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით გაძლიერდება პატრულირება ქალაქის პარკებში, სკვერებში და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, სადაც გაიმართება სადღესასწაულო კონცერტები და სხვა კულტურული ღონისძიებები: ვაკის პარკი, ბუკიას ბაღი, რიყის პარკი, კიკვიძის ბაღი, გლდანის პარკი.

ავტოსატრანსპორტო მოძრაობა ასევე იკრძალება იმ ქუჩებსა და მოედნებზე სადაც გაიმართება საშემოდგომო ნობათის ბაზრობები: მარიჯანის ქუჩაზე (ვაჟა-ფშაველას ძეგლის მიმდებარე ტერიტორია), ნუცუბიძის მე-4 პლატოს მე-17-18 კორპუსის მოედანზე, გორგასლის ქუჩის სამანქანო გზის მონაკვეთზე - ბალნეოლოგიური ცენტრიდან ისფაჰანლის ქუჩის ჩასახვევამდე, რესპუბლიკის მოედანზე, მიცკევიჩი-კუტუზოვის ქუჩების კვეთიდან მიცკევიჩი-პეკინის ქუჩების კვეთამდე, დიდ დიღომში იბერის ქუჩაზე (პოლიციის შენობის მიმდებარედ), ვაზისუბანში 1-ლი მკ/რნ-ის მე-12 კორპუსის მიმდიბარე ტერიტორია, კიკვიძის პარკის მიმდებარე ტერიტორია, დიღმის მასივის ე.წ. ალეას გევრდითი გზა. კოსტა ხეთაგუროვის ქუჩა „მედიკების“ სახლთან, გლდანის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, მუხიანში - დუმბაძის გამზირზე, ავჭალაში - სარაჯიშვილის სახელობის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42