საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი, „თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიებების გრაფიკს ავრცელებს.
"ბოტანიკური ბაღი თბილისობასთან დაკავშირებით გეგმავს შემდეგი სახის ღონისძიებებს:
25 და 26 ოქტომბერს ბაღის ტერიტორიაზე მოეწყობა ფოტოგამოფენა სადაც წარმოდგენილი იქნება XIX-XX საუკუნის ფოტომასალა არქივიდან, ამასთანავე ვიზიტორთა ცენტრში მოეწყობა ყვავილების ფესტივალი.
კვირას, 26 ოქტომბერს:
13:00 ბოტანიკურ ბაღს ეწვევიან ბავშვთა სახლის აღსაზრდელები, რომლებიც ექსკურსიის შემდეგ მიიღებენ საჩუქრებს საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციისგან.
14:00 – 16:00 ბაღის ტერიტორიაზე ველოსიპედების მაღაზია „Go Extreme Tbilisi“-სა და ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით გაიმართება cross country-ს სტილის ველორბოლა სადაც გამარჯვებულებს გადაეცემათ ფულადი პრიზები ბაღის ადმინისტრაციისგან (I –ადგილი - 500 ლარი, II ადგილი - 300 ლარი III ადგილი 200 ლარი), ხოლო ველოსიპედების მაღაზია „Go Extreme Tbilisi“ გამარჯვებულებს გადასცემს სხვადასხვა სახის აქსესუარებს.
ღონისძიებაზე მოწვეულნი არიან მაღალი თანამდებობის პირები თბილისის მერიიდან, გამგეობებიდან და სამინისტროებიდან",- აღნიშნულია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






