საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ GEO-CORS ელექტრონული სისტემების დანერგვა დაასრულა
ბიზნესი & ეკონომიკა - 14:10, 24 Oct, 2014     2938

ქვეყნის მასშტაბით უკვე დამონტაჟებულია 23 სადგური. აქედან, 7 ა კლასის სადგური - მთელი საქართველოს ერთიან სივრცობრივ ბადეს ქმნის, ხოლო 16 ბ კლასის სადგური - სრულად და უფრო მეტი სიზუსტით ფარავს ქვეყნის ტერიტორიას.

GPS სადგურების ანუ უწყვეტი, მუდმივმოქმედი საბაზისო სადგურების ქსელის (CORS) დაარსება სააგენტომ 2010 წლიდან დაიწყო. ამ დრომდე დამონტაჟებული სადგურების ქსელს უკვე ლაგოდეხის, ცაგერისა და ხულოს რაიონებიც დაემატა.

GPS სადგურები იზოლირებული და დაცულია, აშენებულია მყარ გრუნტზე, აქვს დამოუკიდებელი კვების წყარო, სეისმური დაკვირვებისთვის ხელსაყრელი მდებარეობა და სხვა.

GEO-CORS–ის სისტემის გამოყენებით მიწის აზომვა შესაძლებელი გახდა დაჩქარებული მეთოდითა და გაცილებით იაფი აღჭურვილობით. გარდა ამისა, უზრუნველყოფილია საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარსადგენი მიწის ნაკვეთის აზომვითი ნახაზის სიზუსტე და ხარისხი, რაც საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მთავარ მონაცემს წარმოადგენს.

CORS-ის სისტემა ასევე გამოიყენება ნავიგაციისთვის, სეისმური კვლევებისთვის, სოფლის მეურნეობისთვის, მშენებლობის დაგეგმარებისათვის, ტოპოგრაფიული სამუშაოების, საკადასტრო გადაღებებისა და ქვეყნის გეოდეზიური შესაძლებლობების მოდერნიზებისთვის, რაც ასევე საერთაშორისო გეოდეზიური სტანდარტების საფუძველს წარმოადგენს.

დღეისთვის GEO CORS–ის სისტემაში ჩართულია საქართველოში მოქმედი სახელმწიფო და კერძო კომპანიები, რომლებიც 2011 წლიდან აღნიშნული ქსელით უფასოდ სარგებლობენ.

GEO-CORS--ის სისტემის დანერგვის შემდეგ, 2012 წელს სააგენტო საერთაშორისო ორგანიზაცია EUPOS-ის (ადგილმდებარეობის განსაზღვრის ევროპული სისტემის) ასოცირებული წევრი გახდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42