ქართული დელეგაციის წევრები ჩინეთის სასმელებისა და კვებითი მრეწველობის გამოფენის გახსნას დაესწრნენ
ბიზნესი & ეკონომიკა - 14:05, 24 Oct, 2014     2547

სიჩუანის პროვინციაში ქალაქ ჩენგდუში სასმელებისა და კვებითი მრეწველობის მე-15 საერთაშორისო გამოფენა (The 15th Western China International fair) გაიხსნა, სადაც ქართული კომპანიები მონაწილეობენ.

საქართველოს დელეგაციის წევრები საგარეო საქმეთა მინსიტრის მოადგილე დავით ჯალაღონია, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნოდარ კერესელიძე, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მიხეილ ჯანელიძე და საქართველოს ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში დავით აფციაური გამოფენის გახსნას დაესწრნენ და გამოფენაზე წარმოდგენილი ქართული სტენდი დაათვალიერეს.

ჩენგდუს გამოფენის ძირითადი მიზანია წარმოაჩინოს თითოეული მონაწილე ქვეყნის ეკონომიკური და ტურისტული შესაძლებლობები. ღონისძიება შესაძლებლობას იძლევა, დამყარდეს კონტაქტი ადგილობრივ ბაიერებთან და მოხდეს ქართული პროდუქციის მაშტაბური პოპულარიზაცია. გამოფენაში The 15th Western China International fair 72 ქვეყნიდან 4 000-ზე მეტი კომპანია მონაწილეობს, ხოლო ვიზიტორების რაოდენობა 400 000-ს აღემატება, საიდანაც პროფესიონალი თრეიდერების რიცხვი 20,000-ზე მეტია.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელშეწყობით და ეკონომიკის სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ექსპორტის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში. აღნიშნულ გამოფენაზე ქართულ სტენდზე წარმოდგენილია ღვინის, წვენების, წყლის და კვების მრეწველობაში მოქმედი ქართული კომპანიები. გამოფენაზე საკუთრი პროდუქცია წარადგინეს კომპანიებმა "კულა", "მარნეულის სასურსათო ქარხანა", "წყალიმარგებელი".

ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით გამოფენაზე საკუთარ პროდუქციას წარადგენენ შემდეგი ღვინის კომპანიები: "მეღვინეობახარება", "კახური ტრადიციული მეღვინეობა" "შატომუხრანი" "ს.ს. ბაგრატიონი 1882", "კახური ღვინის მარანი", "ქინძმარაულის მარანი" და "ქიმერიონი".





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42