ქეთევან დარსაძე: ონლაინ-დაკრედიტება – მიკროსაფინანსო ბაზრის მომავალია.
ბიზნესი & ეკონომიკა - 13:43, 24 Oct, 2014     2244

კომპანიაMoneyMan.Ge-მ მონაწილეობა მიიღო ცენტრალური აზიისა და კავკასიის ქვეყნების lV ყოველწლიური მიკროსაფინანსო ფორუმში, რომელიც თბილისში გაიმართა.

www.moneyman.ge - ს წარმომადგენელი გამოვიდა პრეზენტაციით „წარმატებული ონლაინ-დაკრედიტების საიდუმლო“.სპიკერმა მოგვითხრო მიკროსესხების დისტანციურად გაცემისათვის საჭირო ეკოსისტემაზე, რომელთა შორის არისსატელეკომუნიკაციო მომსახურებისხარისხისა და მოხმარების ზრდა, ინფრასტრუქტურის ხელმისაწვდომობა საკრედიტო ისტორიების ბიუროს სახით, საგადახდო სისტემები და ასევე საკანონმდებლო ბაზა, რომელიც ორგანიზაციას მიკროსაფინანსოსფეროში ონლაინ მოღვაწეობის იურიდიულ უფლებას აძლევს.

ონლაინ-დაკრედიტების წარმატებაში საკვანძო როლს თამაშობს მოზიდვის არხების ეფექტური მართვა, სესხზე განაცხადების დამუშავების შედეგიანი სისტემა, საბაზრო პირობებზე მორგებული სქორინგის მოდელი, ფროდისთვის წინააღმდეგობის გაწევის სისტემა და კლიენტებზე ამომწურავი ინფორმაციის დიდ მასებზე დაფუძნებულიCRM.

ონლაინ-დაკრედიტების სფეროში მომუშავე კომპანიის ეფექტურობა დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ შეძლებს ის გახადოს თავისი სერვისი მოსახერხებელი, სწრაფი და ხელმისაწვდომი. დისტანციური სესხების გაცემების უპირატესობები სრულად არის რეალიზებულიMoneyMan.Ge-ზე. დანახარჯების მინიმიზაცია ორგანიზაციას შესაძლებლობას აძლევს მსესხებლებსტრადიციულ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე დაბალი საპროცენტო განაკვეთები შესთავაზოს. სესხზე განაცხადის განხილვის სიჩქარე უზრუნველყოფს ფულადი სახსრების გაცემას რამოდენიმე წუთში. ფართო პარტნიორული პროგრამა სესხის მიღების და დაფარვის საშუალებების მაქსიმალურად ფართო სპექტრის გამოყენების საშუალებას გვაძლევს (საბანკო ანგარიში და ბარათები, ასევე ნაღდი ფული საგადახდო სისტემების გამოყენებით).

MoneyMan.Ge-ს წარმომადგენელის გამოსვლამ აუდიტორიის დიდი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია, რაზეც პრეზენტაციის შემდგომ სპიკერისათის დასმული უამრავი შეკითხვაც მეტყველებს.

„ონლაინ-დაკრედიტება – მიკროსაფინანსო ბაზრის მომავალია. დღეს სეგმენტი ტრადიციულ ოფლაინ სექტორზე ბევრად სწრაფად ვითარდება. თუ გუშინ ძნელი წარმოსადგენი იყო სასესხო სახსრების მიღების შესაძლებლობა ორგანიზაციის ოფისში მიუსვლელად, დღეს ინფორმაციული ტექნოლოგიები საშუალებას გვაძლევენ მივიღოთ საჭირო თანხები სახლიდან გაუსვლელად სწრაფად და უსაფრთხოდ. ხვალ კი ონლაინ სესხები - ს მიღებას შეძლებენ არა მხოლოდ ფიზიკური პირები, არამედ პატარა და საშუალო ბიზნესის საწარმოებიც“ - განაცხადა MoneyMan.Ge-ს დირექტორმა ქეთევან დარსაძემ.

ცენტრალური აზიისა და კავკასიის ქვეყნების lV ყოველწლიურ მიკროსაფინანსო ფორუმზე, რომელიც Uniglobal-ის ორგანიზებით ჩატარდა, სიტყვით გამოვიდნენ ასევე მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, საინვესტიციო ფონდების, ბანკების, პატარა და საშუალო ბიზნესის მხარდამჭერი არაკომერციული ორგანოზაციების წარმომადგენლები გერმანიიდან, ნიდერლანდებიდან, პაკისტანიდან, საქართველოდან, საფრანგეთიდან, შვეიცარიიდან და ა.შ




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42