წყალტუბოს რაიონის სოფელ გეგუთში, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 655 კგ დაუდგენელი წარმომავლობის ხორცი აღმოაჩინა. საეჭვო ხორცი, ღია სააქციო საზოგადოება, "აკორდ ჯორჯიას" სასადილოს ეკუთვნის. პროდუქტს ვეტერინარული მოწმობა "ფორმა #2" არ გააჩნდა, რის გამოც კომპანია 1000 ლარით დაჯარიმდა.
სურსათის ეროვნული საგენტოს ინფორმაციით, "აკორდ ჯორჯია" ბიზნესოპერატორად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობდა, რაც კომპანიის დაჯარიმების კიდევ ერთი მიზეზი აღმოჩნდა. რის გამოც "აკორდ ჯორჯიას" საქართველოს კანონის "სურსათის - საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის შესახებ კოდექსის" შესაბამისად მეორე ჯარიმა 500 ლარით განისაზღვრა.
ჩამორთმეული საეჭვო წარმომავლობის ხორცი ამჟამად დაილუქა და სააგენტოს გადაწყვეტილებით შესაბამისი წესების დაცვით განადგურდება. ვეტერინარული მოწმობა "ფორმა#2-ის" გარეშე ხორცის რეალიზაციისთვის კი კომპანია, ასევე, 1000 ლარით დაჯარიმდა.
მასალის გამოყენების პირობები






