საკითხზე კომენტარს კომპანიის წარმომადგენლები არ აკეთებენ. პროექტის შეჩერების ფაქტს „ქართუს“ ცხელი ხაზის ოპერატორი ადასტურებს.
სოფელ ციხისძირის მკვიდრმა სულიკო თურმანიძემ მანდარინის მოსავალი სრულად კომპანია „ქართუში“ დააზღვია. ფერმერმა კომპანიის საქმიანობის შეჩერების შესახებ ინფორმაცია ჩვენგან შეიტყო. ამბობს, რომ თუ ციტრუსის ნაყოფის გაფუჭების შემდეგ კომპანია ზარალს არა აანაზღაურებს. სოფლის მოსახლეობა სასამართლოს მიმართავს.
თავდაპირველად აგროდაზღვევის პროგრამაში 5-მდე კომპანია იყო გაერთიანებული. გაყიდული 7 ათასი პოლისიდან ყველაზე მეტი- 5ათასი „ქართუს“ ეკუთვნოდა. აგროდაზღვევის პროექტის მენეჯერი ლევან მაღრაძე განმარტავს, რომ „ქართუს“ კლიენტებს კომპანია „ირაო“ გადაიბარებს, შესაბამისად ზარალსაც აღნიშნული კომპანია აანაზღაურებს.
შეგახსენებთ, რომ აგროდაზღვევის საპილოტე პროექტი პირველი სექტემბრიდან ამოქმედდა. პროექტში სახელმწიფო სუბსიდირების ფორმით ჩაერთო და სადაზღვევო პაკეტის ღირებულების 70%-დან 90%-მდე გადაიხდის, ზოგიერთ შემთხვევაში კი 95%-მდეც.
მასალის გამოყენების პირობები






