საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2014 წლის განმავლობაში 1 მილიარდ ლარს ორჯერ გადააჭარბა
ბიზნესი & ეკონომიკა - 16:46, 23 Oct, 2014     2531

არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანი კანონი თავისუფლება“ სტატისტიკური მონაცემების შედარებითი ანალიზის მორიგ შედეგებს აქვეყნებს. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, მნიშვნელოვანია საზოგადოებას ჰქონდეს ინფორმაცია ექსპორტ-იმპორტის და საგარეო ვაჭრობის შესახებ წლების განმავლობაში არსებული მდგომარეობის შესახებ.

„ანალიზის შედეგად გამოიკვეთა, რომ ექსპორტის ზრდა 2013 წელთან შედარებით უფრო სწრაფად ხდება, ვიდრე 2012 წელს 2011 წელთან შედარებით ხდებოდა. 2012-2014 წლების შედარება მნიშვნელოვანია, რადგან, ამ წლებში, ქვეყანაში ორი სხვადასხვა ხელისუფლება იყო. შესაბამისად, ხშირია საუბარი იმაზე, რომ ქვეყნის ეკონომიკა სტაგნაციაშია და ზრდა ფიქსირდება 2013 წელთან შედარებით, იმის კვალობაზე რომ 2013 წელს 2012 წელთან შედარებით მდგომარეობის მკვეთრი გაუარესებაა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება“, - აცხადებენ ორგზანიზაციაში.

„მეტი თვალსაჩინოებისთვის გვინდა პირდაპირ ციფრები წარმოვადგინოთ ექსპორტ-იმპორტის, საგარეო სავაჭრო ბრუნვის და საგადამხდელო ბალანსის შესახებ 2012 და 2014 წლებში. 2012 წლის პირველი 9 თვის განმავლობაში ექსპორტის მთლიანმა მოცულობამ 1,767 მლნ ლარი შეადგინა, ხოლო 2014 წლის ამავე პერიოდში - 2,153 მლნ ლარი, ანუ 386 მლნ ლარით არის გაზრდილი ექსპორტის მოცულობა.

ზრდა არის 2012 წელთან შედარებით იმპორტის კუთხითაც. მართალია ამ მიმართულებით კლების ტენდენცია დაფიქსირდა 2013 წელს, მაგრამ 2014 წელს იმპორტის მოცულობა მნიშვნელოვნად აღემატება 2012 წლის მაჩვენებელს. 2012 წელს 9 თვის განმავლობაში უცხოეთიდან იმპორტირებულ იქნა 5,860 მლნ ლარის პროდუქცია. 2013 წლის ამავე პერიოდში იმპორტი შემცირდა 5,571 მლნ ლარამდე, ხოლო 2014 წელს 6,223 მლნ ლარი შედგინა, რაც 363 მლნ ლარით აღემატება 2012 წლის მაჩვენებელს.

2012 წლის იანვარ-სექტემბერთან შედარებით 2014 წლის ამავე პერიოდში სავაჭრო ბრუნვაც გაზრდილია 743 მლნ ლარით. ყველაზე დიდი ზრდა დაფიქსირდა და ბრუნვამ 1 მლნ ლარს გადააჭარბა 2014 წლის მაისისა და ივლისის თვეებში. თუ 2012 წელს ქვეყნის სავაჭრო ბრუნვა 7,627 მლნ ლარს შეადგენდა, ეს მაჩვენებელი 2014 წელს 8,376 მლნ ლარამდე გაიზარდა“ - აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ორგანიზაცია საგადამხდელო ბალანსის (სალდოს) შესახებაც საუბრობს, სადაც უარყოფითი სავაჭრო სალდო 25 მლნ ლარითაა შემცირებული.

„თუ 2012 წელს სავაჭრო ბალანსი 4,093 მლნ ლარს შეადგენდა, 2014 წელს ანალოგიური მაჩვენებელი 4,068 მლნ ლარამდეა შემცირებული; ანუ საუბარი იმაზე, რომ რაიმე მიმართულებით ექსპორტ-იმპროტი და საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2012 წელთან შედარებით უარყოფითად არის შეცვლილი არის არასწორი და წარმოადგენს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მცდელობას“ - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42