მამუკა ხაზარაძემ თიბისი ბანკის ახალ ვიცე-პრეზიდენტები წარადგინა
ბიზნესი & ეკონომიკა - 16:14, 23 Oct, 2014     6375

23 ოქტომბერს, თიბისი ბანკის დამფუძნებელმა და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ, ბანკის გენერალური დირექტორის სამ ახალ მოადგილე წარადგინა.

მსოფლიოს წამყვანი საფინანსო ინსტიტუტების ტოპ მენეჯერები - გიორგი თხელიძე, ნიკოლოზ ქურდიანი და დავით წიკლაური თიბისი ბანკის ვიცე-პრეზიდენტები ხდებიან. მათ უმაღლესი მენეჯერული პოზიციები დატოვეს ისეთ მსხვილ ფინანსურ ორგანიზაციებში, როგორებიცაა Barclays საინვესტიციო ბანკი, UniCredit Group და Deutsche Bank და თიბისი ბანკში სხვადასხვა მიმართულებები ჩაიბარეს. გიორგი თხელიძე რისკების მართვას უხელმძღვანელებს, ნიკა ქურდიანი მიკროფინანსებს, დავით წიკლაური კი კორპორატიულ საბანკო მიმათულებას.

თიბისი ბანკის ახალ მენეჯერებს საზოგადოება პრეს-კონფერენციაზე გაიცნობს. მათ წარდგენას დაესწრება თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი, ვახტანგ ბუცხრიკიძეც.

გიორგი თხელიძე

გენერალური დირექტორის მოადგილე, რისკების მართვა

გიორგი თხელიძესფინანსურ სფეროში მუშაობის 12 წლიანი გამოცდილება აქვს.იგითიბისი ბანკს მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ფინანსური ინსტიტუტის, Barclays საინვესტიციო ბანკიდან შემოუერთდა, სადაც 2011 წლიდან ფინანსური ინსტიტუციების ჯგუფის (FIG) ვიცე-პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებდა და აღმოსავლეთ ევროპის მიმართულებას კურირებდა.

მანამდე, ორი წლის განმავლობაში, გიორგი თხეილძე Barclays კორპორატიული ბანკის სესხების ფინანსირებისა და რესტრუქტურიზაციის გუნდის ასოცირებული დირექტორი იყო.

ინგლისში გამგზავრებამდე, გიორგი თხელიძეს წარმატებული ბიზნეს კარიერა ჰქონდა საქართველოში. მას 2001 წლიდან ეკავა სხვადასხვა მენეჯერული პოზიცია სადაზღვევო კომპანია „ალდაგში“, 2005-2007 წლებში იყო „ალდაგის“ გენერალური დირექტორი.

გიორგი თხელიძემ 2000 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით. 2002 წელს მოიპოვა საერთაშორისო კომერციული სამართლის მაგისტრის ხარისხი(LL.M) ნოტინგემის უნივერსიტეტში, ხოლო 2009 წლიდან ფლობს ბიზნესის ადმისისტრირების მაგისტრის ხარისხს (MBA) ლონდონის ბიზნეს სკოლიდან.


ნიკოლოზ ქურდიანი

თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე, მიკროფინანსები

ნიკა ქურდიანს აქვს საბანკო სფეროში მუშაობის 11 წლიანი გამოცდილება, განსაკუთრებული აქცენტით ყიდვის შემდგომ ინტეგრაციაში, რესტრუქტურიზაციასა და საცალო საბანკო ბიზნესში. 5 წლის განმავლობაში ეკავა წამყვანი პოზიციები UniCredit Group-ში ავსტრიისა და ყაზახეთის რეგიონებში.

2008-2010 წლების განმავლობაში, ნიკა ქურდიანი მუშაობდა გაყიდვების უფროსი ექსპერტის პოზიციაზე Bank Austria-ში (UniCredit Goup) ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საცალო საბანკო ბიზნესის მიმართულებაში და პასუხისმგებელი იყო თურქეთის, ყაზახეთის, უკაინისა და სერბეთის ბაზრებზე. 2010-2013 წლების განმავლობაში მას ეკავა იგივე ამ მიმართულების ვიცე პრეზიდენტის თანამდებობა და პარალელურად წარუძღვა ATF Bank-ის (UniCredit Group) საცალო საბანკო ბიზნესს ყაზახეთში.

თიბისი ბანკის გუნდში შემოერთებამდე, ნიკა ქურდიანს ეკავა ყაზახეთის ერთ-ერთი ლიდერი ბანკის, Kaspi Bank-ის აღმასრულებელი დირექტორის პოზიცია. 2007 წლამდე იგი მოღვაწეობდა ბანკ რესპუბლიკაში (ჯგუფი სოსიეტე ჟენერალი), როგორც საცალო საბანკო სექტორის უფროსი. 2003-2006 წლებში ეკავა სხვადასხვა პოზიცია საქართველოს ბანკში

ნიკა ქურდიანმა დაასრულა ბიზნესადმინისტრირების ბაკალავრიატი (BBA) Ruhr University Bochum-ში და კავკასიის ბიზნეს სკოლაში. მას ასევე აქვს მიღებული საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი საერთაშორისო ეკონომიკაში. ამასთან, იგი ფლობს ბიზნესადმინისტრირების მაგისტრის ხარისხს (MBA) IE Business School-დან.

დავით წიკლაური

თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე, კორპორატიული საბანკო მიმართულება

დავით წიკლაურს საბანკო სფეროში მუშაობის 11 წლიანი გამოცდილება აქვს. ბოლო 7 წლის განმავლობაში მუშაობდა მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან საინვესტიციო ბანკში, Deutsche Bank-ში სხვადასხვა თანამდებობაზე. კერძოდ, 2007-2011 წლებში იყო Deusche Bank-ის ფინანსური ინსტიტუციებისა (FIG) და სოვერენული (SSA) ჯგუფის ასოცირებული ბანკირი. 2011 წლიდან ეკავა Deutsche Bank -ის კაპიტალის ბაზრებისა და ფინანსური ოპერაციების ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა.

საბანკო კარიერა თიბისი ბანკში 2004 წელს დაიწყო, სადაც ორი წლის განმავლობაში ინვესტორებთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელის თანამდებობა ეკავა.

მიღებული აქვს ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი ( MBA) ლონდონის ბიზნეს სკოლიდან, ასევე ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხები კავშირგაბმულობის ინჟინერიის მიმართულებით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42