კუბლაშვილი წულუკიანს სასამართლოს მიმართ ცინიკური განცხადებების კეთებაში ადანაშაულებს
საზოგადოება - 16:14, 23 Oct, 2014     1642

უზენაესი სასამართო, იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანს განცხადებით პასუხობს. განცხადებაში საუბარია აკაკი მინაშვილის მოკლეტექსტურ შეტყობინებაზე, რომელიც მან ბაჩო ახალაიას მოსამართლეს მისწერა, ასევე საუბარია თეა წულუკიანის შეფასებაზეც აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით:

„საზოგადოების ინფორმირებისა და სასამართლო ხელისუფლების მხრიდან პოზიციის კიდევ ერთხელ დაფიქსირების მიზნით, საქართველოს უზენაესი სასამართლო ეხმაურება იუსტიციის მინისტრის განცხადებას, რომელიც ქ.ნ-მა თეა წულუკიანმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის აკაკი მინაშვილის მიერ მოსამართლისთვის შეურაცხმყოფელი სატელეფონო შეტყობინების გაგზავნასთან დაკავშირებით გააკეთა. მინისტრი მოუწოდებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს მკაცრი განცხადება გააკეთოს ამ კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე იზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს პოზიციას და აცხადებს, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მხრიდან ყოველთვის კეთდებოდა მყისიერი და ძალიან მკაცრი განცხადებები, როცა მოსამართლესთან უკანონო კომუნიკაციას ან სასამართლოს მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებების გავრცელებას ჰქონდა ადგილი. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე გახლავთ აპოლიტიკური ფიგურა და იგი ყოველთვის დაიცავს როგორც მოსამართლის, ასევე სასამართლოს იმიჯს, იმის მიუხედავად, თუ ვინ დგას სასამართლოს იმიჯის შემლახავი განცხადების უკან.

სასამართლო ხელისუფლება კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველას, პატივი სცენ მოსამართლეს და სასამართლოს გადაწყვეტილებას, რადგან სწორედ სასამართლოს პატივისცემა გახლავთ ის ერთ-ერთი მთავარი ნიშანი, რომლითაც ჩვენი ქვეყანა გახდება ევროპული ოჯახის ღირსეული წევრი.

სასამართლოს მიმართ ნიშნისმოგებით და ცინიკური განცხადებებით საუბარი არ არის დამახასიათებელი სამართლებრივი ქვეყნის პოლიტიკოსებისთვის. ამ მხრივ კი სწორედ იუსტიციის მინისტრი გამოირჩეოდა.

იმედს ვიტოვებ, რომ ძალიან მალე ჩვენი საზოგადოება უფრო მეტი პატივისცემით და ნდობით განეწყობა ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ინსტიტუციის- სასამართლოს მიმართ“, - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42