ჩოხატაურიდან "NBG” -ის გაქცევას, ლანჩხუთიდან "ჯი-აი-დის“ განდევნა მოჰყვა
ბიზნესი & ეკონომიკა - 15:50, 23 Oct, 2014     2831
გურია კიდევ ერთ კომპანიას დაატოვებინეს. ჩოხატაურიდან "NBG” -ის გაქცევას, ლანჩხუთიდან ‘ჯი-აი-დის“ განდევნა მოჰყვა. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტმა კომპანია ,,ჯი–აი–დის“ ხელშეკრულება პირობების შეუსრულებლობის გამო შეუჩერა. ამის შესახებ „ნიუპოსტს“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.

კომპანია, რომელიც ლანჩხუთში სარემონტო სამუშაოებს აწარმოებდა, 2012 წლიდან უკვე შეყვანილი იყო დისკვალიფიცირებული კომპანიების სიაში.

ლანჩხუთის მუნიციპალური შესყიდვების განყოფილების ხელმძღვანელის, მაია აფხაზავას განცხადებით, "როცა ელექტრონული ვაჭრბა იმართება, ეს ყველაფერი კომპიუტერული სისტემით არის კონტროლირებადი, ისინი მხოლოდ სატენდერო მოთხოვნებს აყენებენ, რაც კომპანიამ დააკმაყოფილა: „ბოლო სამი წლის განმავლობაში, მას შესრულებული სამუშაოების პრობლემა არ ქონია,“-ამბობს აფხაზავა.

გავრცელებული ინფორმაციით, ამ საკითხით შესაძლოა ფინანსური პოლიცია დაინტერესდეს. რომელმაც ლანჩხუთის გამგეობაში, მუნიციპალიტეტის ათ სოფელში შპს „არქ დიზაინ მშენის“ მიერ წყლის სისტემის შიდაქსელის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით შესრულებული სამუშაოს შესახებ არსებული დოკუმენტაციას შესწავლა უკვე დაიწყო.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტმა ქუჩების მოასფალტებისა და სანიაღვრე არხების რეაბილიტაციის მიზნით ტენდერი რამდენიმე თვის წინ გამოაცხადა. ელექტრონულ ვაჭრობაში გამარჯვებულმა კომპანია ,,ჯი–აი–დიმ" სარემონტო სამუშაოები ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებამდე დაიწყო, რომელიც 8 ოქტომბრისთვის უნდა დასრულებულიყო.

ქალაქის 7 ქუჩაზე ჩასატარებელი ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის 840 000 ლარი იყო გამოყოფილი, სამუშაოები, მხოლოდ ორ ქუჩაზე ჩატარდა.

სამუშაოების არაჯეროვნად შესრულებისთვის, ამ ხნის განმავლობაში კომპანიამ, მუნიციპალიტეტისგან გაფრთხილება არაერთხელ მიიღო, ამ დღეებში კი პირობების შეუსრულებლობის გამო ხელშეკრულება შეუჩერეს.

მუშახელი, რომლებიც კომპანიას დაქირავებული ჰყავდა, სახელფასო დავალიანების გასტუმრებას უშედეგოდ ელის. მდგომარეობას ართულებს ისიც, დამქირავებელსა და დაქირავებულს შორის, ხელშეკრულება არ დადებულა, შეთანხმება სიტყვიერად მოხდა.


ნოდარ ხრიკაძე ,, ვინც ვმუშაობდით, ყველას ასაღები გვაქვს თანხა. მე დაახლოებით 1100 ლარი მეკუთვნის“.

.. მათ უნდა უნდა ჰქონდეთ ხელშეკრულება გაფორმებული. თუ არ მისცემენ შესაბამისს ანაზღაურებას, ეს უკვე სასამართლოს დავის საგანია“-გვეუბნებიან გამგეობაში.

მშენებლობის გრაფიკის დარღვევის გამო, შეუწყდა ხელშეკრულება ჩოხატაურში კულტურის სახლის მშენებელ კომპანია `NBG” -ისაც.

NBG-ის ხელშეკრულების შესაბამისად, პროექტით გათვალისწინებული მილიონ 200 ათასი ლარი უნდა აეთვისებინა, აქედან მხოლოდ 55 000 ლარის სამუშაო შეასრულა.

მუნიციპალიტეტის გამგეობისგან წინასწარ გადარიცხული 300 ათასი ლარით კი, კომპანიამ ჩოხატაური ისე დატოვა, დღემდე მათი ადგილსამყოფელი ვერ გაარკვიეს.

როგორც მუნიციპალიტეტის გამგებელი ირაკლი კუჭავა აცხადებს, კომპანიისგან მიტაცებული თანხის ანაზღაურებაზე პასუხისმგებლობას, საბანკო გარანტიის გამცემი ,,არდი ჯგუფი" აიღებს.

ჩოხატაურში კულტურის სახლის მნშენებლობა 2012 წელს საპარლამენტო არჩევნების დროს დაიწყო,

მისი მშენებლობა მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა დასრულებულიყო.

გურია. თეა იოსელიანი






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42