ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია მოხეში მომხდარ ინციდენტს გმობს
საზოგადოება - 12:11, 23 Oct, 2014     1698

ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის სასულიერო პირი მალხაზ სონღულაშვილი ადიგენის რაიონის, სოფელ მოხეში გუშინ, მომხდარ ინციდენტს განცხადებით გამოეხმაურა:

„ეს დამღუპველია!

ის რაც მოხეს მეჩეთთან დაკავშირებით ხდება, არა მარტო სამარცხვინოა, არამედ დამღუპველი ჩვენი ქვეყნისათვის.

მოხეს ამბით გრძელდება ჩვენს ქვეყანაში მუსლიმთა უფლებების დარღვევა. ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, ჩვენს მუსლიმ დებსა და ძმებს ამცირებენ, მათ სიწმიდეებს ხელყოფენ და მათ მიმართ რელიგიურ შუღლს აღვივებენ.

თავზარდამცემი ის არის, რომ ყოველივე ამას ისინი აკეთებენ, ვისაც ჩვენს ქვეყანაზე და მისი მოქალაქეების კეთილდღეობაზე ავალია ზრუნვა და ამაში ჯამაგირებს იღებენ!

ჩემთვის პატივია პირადად ვიცნობდე სამცხე–ჯავახეთის მუფთს, მამუკა ვაშაყმაძეს და ჭელის მეჩეთის წინამძღოლს, ჯამბულ აბულაძეს. ისინი არიან შესანიშნავი ადამიანები, რომელთაც კარგად ესმით ღმერთისა და მოყვასის სიყვარულის მნიშვნელობა. გული ტკივილით მეკუმშება, როცა მესმის როგორ უსულგულობას იჩენენ მათ მიმართ ისინი, ვინც წესით მათ რჩევასა და მოთხოვნას ყურს უნდა უგდებდნენ.

ჩვენ გაგვიმართლა, რომ როგორც ეს ადამიანები, ისე მთელი მათი მრევლი ამდენი ხანია მოთმინებით ელის, როდის აგვეხილება დავსილი თვალები და დავინახავთ, რომ ჩვენი მუსლიმი თემის საქართველოსთვის საფრთხე კი არ არის, არამედ საგანძური, რომელსაც ვერ ვაფასებთ და ვერ ვუფრთხილდებით.

რატომ არ ვაძლევთ ჩვენს მუსლიმებს უფლებას, რომ თავიანთი სიწმინდეები დაიბრუნონ? უმრავლესობის რელიგიას ასე მოვექცეოდით? ასე აბუჩად აიგდებდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები უმრავლესობის რელიგიის წარმომადგენლებს?

ჩვენს ქვეყანაში, ჩვენივე სიბრიყვით, უკვე კარგა ხანია ვამკვიდრებთ უმცირესობის და სუსტის ჩაგვრის კულტურას: ხან ოსები დავჩაგრეთ, ხან აზერბაიჯანელები, ხან იეღოველები, ხან სხვა რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლები... სუსტის დევნა პირველ რიგში ძლიერს ანადგურებს და ადამიანობისგან ძარცვავს.

ჩვენს მიერ არჩეულ ხელისუფლებას მივმართავ, რომ ხელი აიღოს მოხეს მეჩეთის განადგურების გეგმაზე (კორექტულობისთვის დემონტაჟს რომ ეძახიან) და გაათავისუფლოს ის ადამიანები, ვინც თავიანთი რელიგიური სიწმიდეების დაცვის გამო ყავს დაპატიმრებული.

ჩემს მუსლიმ დებსა და ძმებს კი ვთხოვ, გვაპატიონ ის უსამართლობა, რომელსაც ჩვენ ჩავდივართ მათ წინააღმდეგ. ვთხოვ ჩემს ძმებს მამუკა ვაშაყმაძესა და ჯამბულ აბულაძეს, ასევე მათ შესანიშნავ მრევლს, მე მაპატიონ, ყოველივე ის დამცირება და შეურცხყოფა, რასაც ისინი განიცდიან ახლა. მინდა დავიჯერო, რომ ამ ქვეყანაში სამართალი ოდესმე შეჭამს პურს და ჩვენს მოქალაქეესბ თვალში ნაცარა აღარ შეაყრიან",-ნათქვამია მანხაზ სონღულაშვილის განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42