მსახიობმა გივი ბერიკაშვილმა, შვილთან მანანა ბერიკაშვილთან და 9 თვის ბარბარე რაფალიანცის გარდაცვალებასთან დაკავშირებულ რამდენიმე წლიან სკანდალზე პირველ კომენტარს აკეთებს.
როგორც ცნობილია, ბარბარე რაფალიანცის სკანდალურ საქმეში თავის დროზე, წინასაარჩევნოდ, მანანა ბერიკაშვილმა ბავშვის გარდაცვალების ღამეს, მომხდარში ბრალი დასდო ,,ნაციონალური მოძრაობის" წევრებს. პრემიერმა ღარიბაშვილმა ჯერ კიდევ შსს მინისტრობის პერიოდში განაცხადა, რომ ამ საქმეს მალევე გამოიძოებდა. თუმცა საქმე ჯერ კდიევ გაუხსნელია. რაფალიანცის დედა, ჟურნალისტ ეკა კვესიტაზესტან აცხადებდა, რომ მას გამოძიებამ შვილის მკველობის თავის თავზე აღება მოსთხოვა.
ერთ-ერთი ბოლო ინფორმაციით, რომელიც გაზეთმა "ქრონიკა+"-მა გაავრცელა, მანანა ბერიკაშვილმა ბარბარე რაფალიანცის დეიდას, წინასაარჩევნო აჟიოტაჟის მოსაწყობად 30 ათასი ლარი გადაუხადა, თუმცა როგორც გაზეთი წერს, აჟიოტაჟის მოწყობა ტრაგედიით დასრულდა. როგორც გივი ბერიკაშვილი "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, არ შეიძლება , რომ ამ ტრაგედიაზე არ გამჟღავნდეს თუ ვინ არის დამნაშავე. ბერიკაშვილი ამბობს, რომ არაფერი დაიმალება და დამნაშავეს მოძებნიან.
"არც ამ ბავშვის სახელი და გვარის გაგონება აღარ მინდა და არც იმ სოფლის, სადაც ეგ ამბავი მოხდა... ჯერ ამ ამბავზე ერთი სიტყვა ჩემგან არავის გაუგონია, მაგრამ... ადგნენ ეს მამაცხონებულები და თქვან, ბოლოსდაბოლოს, რა მოხდა, ვისი დანაშაულია, ვის ადებენ ხელს, ვის აბრალებენ! მერე ჩვენც ამოვიღებთ ხმას... ", - აცხადებს ბერიკაშვილი "კვირის პალიტრასთან " საუბარში.
ამავე ინტერვიუში მსახიობი ამბობს, რომ სოფელი სადაც ტრაგედია დატრიალდა მისი მშობლიური სოფელია და მას ამ სოფლის გაგონება აღარ უნდა და სურს, რომ ჩამოიაროს სოფელში და მისი სახელობის პროსპექტზე, ყველა აბრა ჩამოხიოს, რათა ამ სოფელში მისი სახელობის აღარაფერი არსებობდეს.
მასალის გამოყენების პირობები






