სახალხო დამცველი მოხეში მეჩეთის დემონტაჟის შეჩერებას ითხოვს
საზოგადოება - 21:57, 22 Oct, 2014     1589
უჩა ნანუაშვილი მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება მსგავსი საკითხის გარშემო ადგილობრივმა თვითმმართველობებმა მოსახლეობის და განსხვავებული შეხედულებების მქონე პირების მაქსიმალური ჩართულობით უნდა მოხდეს. ამასთან დაკავშირებით სახალხო დამცველმა სპეციალური განცხადება გაავრცელა:

„მედია საშუალებებით გავრცელებული ინფორმაციით, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში ყოფილი მეჩეთის დემონტაჟი მიმდინარეობს. შენობა მუსლიმ მრევლს საბჭოთა პერიოდში ჩამოერთვა, და მას შემდეგ წლებია ადგილობრივი მუსლიმი მოსახლეობა მის დაბრუნებას ითხოვს.

საქართველოს სახალხო დამცველისთვის ცნობილი გახდა, რომ მიმდინარე წელს, ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობამ მიიღო გადაწყვეტილება ამ შენობის კლუბად გადაკეთებასთან დაკავშირებით. გამგეობამ „ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხის კლუბის რეაბილიტაციის სამუშაოების შესყიდვის შესახებ“ ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ უკვე დაიწყო შენობის დემონტაჟი, რასაც ადგილობრივი მუსლიმი მრევლის პროტესტი მოჰყვა. შესაძლო დაპირისპირების თავიდან აცილების მიზნით, შენობის პერიმეტრს პოლიცია იცავდა. შეკრებილმა მოქალაქეებმა პოლიციის თანამშრომლებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და პოლიციის ავტომანქანები დააზიანეს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დაკავებულია მუსლიმი თემის 14-მდე წარმომადგენელი. მათ შორის 11 პირი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსით გათვალისწინებული ქმედებისათვის – წვრილმანი ხულიგნობა (მუხლი 166) და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა (მუხლი 173), ხოლო 3 პირი სისხლის სამართლის კოდექსის 353–ე მუხლით (პოლიციის მიმართ წინააღმდეგობის გაწევა, ჩადენილი ჯგუფურად) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის.

აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველი უკვე წლებია საუბრობს სხვადასხვა რელიგიური გაერთიანებისთვის საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული რელიგიური დანიშნულების შენობა-ნაგებობების საკითხის მოგვარების საჭიროებაზე, მათ შორის სოფელ მოხეში მდებარე ისტორიული მეჩეთის საკითხზე.

როგორც 2013 ასევე 2014 წელს ადგილი ჰქონდა მუსლიმთა უფლებების დარღვევის არაერთ შემთხვევას, რაც საქართველოს სახალხო დამცველის 2013 წლის ანგარიშში დეტალურად არის განხილული. სოფელ მოხეში მომხდარი ფაქტი კვლავ ქმნის რელიგიური ნიშნით დაპირისპირების საფრთხეს.

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობას, საკითხის სენსიტიურობიდან და მნიშვნელობიდან გამომდინარე, შეაჩეროს შენობის დემონტაჟი. მნიშვნელოვანია, ყველა მსგავსი საკითხი, ადგილობრივმა თვითმმართველობებმა მოსახლეობის და განსხვავებული შეხედულებების მქონე პირების მაქსიმალური ჩართულობით განიხილონ და ისე მიიღონ გადაწყვეტილება. მითუმეტეს, რომ საკითხი კონსტიტუციით გარანტირებული რელიგიის თავისუფლებით სარგებლობის უფლებაში ჩარევას შეიძლება შეეხებოდეს.

განსაკუთრებით შემაშფოთებელია სოფელ ჭელის მეჩეთის წინამძღვრის განცხადება, რომლის მიხედვით 20 ოქტომბერს, ადგილობრივ თვითმმართველობასა და მუსლიმებს შორის სოფელ მეხის მეჩეთთან დაკავშირებულ საკითზე გამართულ შეხვედრაზე, სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი მუსლიმებს დაემუქრა, არ მოისმინა მათი პოზიცია და განუცხადა, რომ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და კულტურის სახლი მაინც გაიხსნება.

სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ადგილობრივ თვითმმართველობას, ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, იმოქმედოს საქართველოს კანონმდებლობით გარანტირებული თანასწორუფლებიანობის და რელიგიის თავისუფლების პრინციპების დაცვით.

საქართველოს სახალხო დამცველი შეისწავლის სადავო შენობასთან დაკავშირებულ საკითხებს და მონიტორინგს გაუწევს დღეს დაკავებულ პირთა საქმეების სასამართლოში განხილვა", - ნათქვამია სახლხო დამცველის განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42