მერიამ დისციპლინური გადაცდომის გამო თანამშრომელი გაათავისუფლა
საზოგადოება - 16:03, 22 Oct, 2014     2045

თბილისის მერიამ დისციპლინური გადაცდომის გამო ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის თანამშრომელი ირაკლი კვარაცხელია თანამდებობიდან გაათავისუფლა.

ამის შესახებ განცხადებას თავად თბილისის მერია ავრცელებს, რომელსაც "ნიუპოსტი" უცვლელად გთავაზობთ:

"დისციპლინური გადაცდომის გამო, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 79-ე და 99-ე მუხლების თანახმად, თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის კრწანისის რაიონული განყოფილების უფროსი ირაკლი კვარაცხელია თანამდებობიდან გათავისუფლდა.

თბილისის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურმა შეისწავლა კვარაცხელიას მიერ 18 ოქტომბერს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ით გაკეთებული განცხადება მერიის სისტემის მოსამსახურეთა მიერ ჩადენილი სავარაუდო კანონდარღვევის თაობაზე. სატელევიზიო ინტერვიუში ირაკლი კვარაცხელიამ აღნიშნა, რომ მასზე ხორციელდებოდა ზეწოლა სამსახურის უფროსისა და მისი მოადგილის მხრიდან იმ მიზნით, რომ მას დაეტოვებინა სამსახური. მისი განცხადებითვე, „ეს ყველაფერი ხდება ძალიან ორგანიზებულად და ქალაქის ვიცე-მერი, ბატონი მარგიშვილი ხელმძღვანელობს ამას და ამის დამადასტურებელი უამრავი ფაქტი არსებობს“.

აღნიშნული ინფორმაციის დაზუსტების მიზნით და შესაბამისი ახსნა-განმარტების მისაღებად ირაკლი კვარაცხელია 20 ოქტომბერს შიდა აუდიტის სამსახურმა დღის განმავლობაში ორჯერ დაიბარა, თუმცა, დაპირების მიუხედავად, ის აუდიტის სამსახურში არ გამოცხადდა. მას არც სატელევიზიო ინტერვიუში და არც შიდა აუდიტის სამსახურში არ წარუდგენია ვიცე-მერის, ალექსანდრე მარგიშვილის ხელმძღვანელობით თანამშრომლებზე ზეწოლის განხორციელების დამადასტურებელი არც ერთი ფაქტი და დოკუმენტი.

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოში საჯარო სამსახურის ძირითადი პრინციპია „ადამიანისა და მოქალაქის უფლებების, თავისუფლებების და ღირსების პატივისცემა“. ამავე კანონის 731მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, „საჯარო მოსამსახურე ვალდებულია, შეასრულოს ქცევის ზოგადი წესები“. ასევე „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს

კანონის 732 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო მოსამსახურემ თავიდან უნდა აიცილოს ნებისმიერი მოქმედება, რომელიც ზიანს მიაყენებს პირადად მის, მისი დაწესებულების ან საჯარო სამსახურის რეპუტაციას.“ საქართველოს კანონის „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ პირველი მუხლის „ე“ პუნქტის შესაბამისად, „ცილისწამება არის არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და პირისათვის ზიანის მიმყენებელი, მისი სახელის გამტეხი განცხადება.“

ვინაიდან ირაკლი კვარაცხელიამ 2014 წლის 18 ოქტომბერს გადაცემა „კურიერში“ თბილისის ვიცე-მერ ალექსანდრე მარგიშვილის ხელმძღვანელობით თანამშრომლებზე ვითომდა ზეწოლის განხორციელების ფაქტების თაობაზე გაკეთებული განცხადებისას არ წარადგინა ამ ფაქტის დამადასტურებელი კონკრეტული დოკუმენტი, ასევე, შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურისთვის არ წარუდგენია ამის დამადასტურებელი მასალა, მან გააკეთა ქ. თბილისის ვიცე-მერ ალექსანდრე მარგიშვილისთვის სახელის გამტეხი და ზიანის მიმყენებელი არსებითად მცდარი ფაქტის თაობაზე მიზანმიმართული განცხადება, რითაც ზიანი მიაყენა ალექსანდრე მარგიშვილისა და ქ. თბილისის მერიის რეპუტაციას. მან, ქცევის ზოგადი წესების მოთხოვნების არაჯეროვან შესრულებასთან ერთად, ჩაიდინა მოხელისა და დაწესებულების დისკრედიტაციისკენ მიმართული უღირსი საქციელი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან ირაკლი კვარაცხელიამ დაარღვია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 78-ე მუხლის 1 პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტები, იგი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 79-ე და 99-ე მუხლების თანახმად (დისციპლინური გადაცდომა) გათავისუფლდა სამსახურიდან",- აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42