გონიოს ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორიაზე საინვესტიციო პოტენციალის კვლევა ტარდება
საზოგადოება - 12:52, 22 Oct, 2014     1918

საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დაკვეთით საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია გონიოს ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორიაზე სანაპირო ზოლისა და მიმდებარე ტერიტორიის საკურორტო ზონის განვითარების მიზანშეწონილობის და საინვესტიციო პოტენციალის კვლევას ატარებს.

გონიოს საკურორტო ზონის მიზანშეწონოლობის კვლევის ფარგლებში დღეს ბათუმში, სასტუმრო რედისონში სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. სამუშაო ჯგუფის წევრები არიან:

საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, საქართველოს თანაინვესტირების ფონდის, მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია „Colliers International"-ის . წარმომადგენლები.

აღნიშნული შეხვედრაზე კომპანია Collers-ის ლონდონის ოფისის წამომადგენლებმა დაინტერესებულ მხარეებს გონიოს ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორიის განვითარების პირველადი კონცეფცია წარუდგინეს. მხარეებმა განიხილეს რამდენიმე მიმართულება, რომელიც რეგიონში კონკურენტუნარიანი და კომერციულად მიზანშეწონილი შეიძლება იყოს და სამუშაო პროცესის შემდეგ ნაბიჯები დასახეს.

გონიოს განვითარების პროექტის მიზანია ყოფილი სამხედრო პოლიგონისა და მიმდებარე ტერიტორიების, ჯამში ~315 ჰა. საინვესტიციო პოტენციალის დადგენა.

ტერიტორიის განვითარების კონცეფციისა და გეგმის შემუშავების მიზნით გამარჯვებული კომპანია „Colliers International Specialist and Consulting UK LLP", რომელთანაც საქართველოს მთავრობამ გააფორმა კონტრაქტი, ატარებს პროექტის მიზანშეწონილობის კვლევას, რომელიც მოიცავს:
ბაზრის კვლევას
საქართველოს უძრავი ქონების ბაზრის SWOT ანალიზს
გონიოს კონკურენტუნარიანობის განსაზღვრას ადგილობრივ ძირითად კონკურენტებთან მიმართებაში
საქართველოს პოზიციონირებას იგივე სეგმენტის გლობალურ/რეგიონალურ მოთამაშეებთან მიმართებაში
განვითარების გენერალური გეგმის შემუშავებას
ტერიტორიის ზონებად დაყოფას და ზონების კატეგორიის, კლასის განსაზღვრას
თითოეული ზონის სტრატეგიული დაგეგმარებას

გონიოს ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორიაზე ერთიანი საინვესტიციო გეგმის არსებობა ხელს შეუწყობს საქართველოს სახელმწიფოს მაქსიმალურად გამოიყენოს ამ უნიკალური ტერიტორიის პოტენციალი და გამოავლინოს მისი განვითარების ყველაზე ოპტიმალური გადაწყვეტილება. შესაბამისად, გონიოს განვითარების პროექტი აჭარის სანაპირო ზოლზე უპრეცენდენტო მასშტაბის საინვესტიციო პროექტი გახდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42