საქართველოს შსს-ს სომხეთის რესპუბლიკის პოლიციის დელეგაცია ეწვია
საზოგადოება - 10:53, 22 Oct, 2014     4320

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, სომხეთის რესპუბლიკის პოლიციის დელეგაციას მასპინძლობს. ორი ქვეყნის საზღვრისპირა რეგიონების სამხარეო პოლიციის უფროსების შეხვედრის ფორმატი წელს გაფართოვდა. სისხლის სამართლის სამძებროს მთავარი სამმართველოს უფროსს გაგიკ ავეტისიანს და შტაბის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსის მოადგილეს ალექსანდრე არაბიანს საქართველოს შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ივანე პაპიაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი შალვა კვინიხიძე მასპინძლობენ.

შსს-ს ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსმა ლევან კვიციანმა და სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსმა თეიმურაზ კალანდაძემ სომეხ კოლეგებთან – სომხეთის რესპუბლიკის პოლიციის ტავუშის, შირაკის და ლორის მარზების პოლიციის სამმართველოების უფროსებთან, არშავირ გევორგიანთან, ვარდან ნადარიანთან და არტაკ კარაპეტიანთან საზღვრისპირა რეგიონებში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების გზებსა და სამართალდამცავ სფეროში ურთიერთობების გაღრმავებაზე ისაუბრეს. შეხვედრაზე მხარეებმა ასევე განიხილეს ტრანსასაზღვრო ორგანიზებული დანაშაულის, ნარკოდანაშაულის, ტრეფიკინგის, კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის მექანიზმების შემუშავების, სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების და ძებნის მიმართულებით ორმხრივი თანამშრომლობის გააქტიურების საკითხები.

სომხეთის რესპუბლიკის დელეგაციამ სსიპ „112“ დაათვალიერა. სტუმრები გაეცნენ გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრის მუშაობის სპეციფიკას და ცენტრის კოორდინაციის მექანიზმს სხვადასხვა უწყებებთან. დელეგაციის წევრებს ასევე უმასპინძლა შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველომ, სადაც მათ უწყებაში წარმატებით განხორციელებული რეფორმები და დაგეგმილი პროექტები გააცნეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42