„პროფილის“ წამყვანი მაია ასათიანი ქალთა მიმართ ძალადობაზე კომენტარს აკეთებს და ამ ყოველივეს მიზეზად, ტრადიციებს და მსოფლმხედველეობას ასახელებს:
“გადაცემა “პროფილის” სეზონი გავხსენით, სწორედ იმ აქტუალური თემით, რაც დღეს ქვეყანაშია, ჩვენ გადაცემაში მოწვეული გვყავდა სკვერში გარდაცვლილი 19 წლის გოგონას დედა, ვამზადებდით სიუჟეტს ამ თემაზე და ძალიან გაგვიჭირდა რესპოდენტების მოძებნა, რომლებიც დააფიქსირებდნენ აზრს ამ მკვლელობებთან დაკავშირებით, უმეტესობა რესპოდენტებისა ამართლებდა მკვლელს და ამბობდა, რომ ღირსი იყო, რომ ის მოკლეს და ამ ადამიანების უმეტესობა იყო ქალი. მე ვთვლი, რომ ჩვენ ჯერ არ ვართ საზოგადოება ჩვენ ვართ ხალხი, იმიტომ, რომ თავის დროზე, როდესაც ქალები იყვნენ ძალადობის მსხვერპლი ისინი ახლა გახდნენ მოძალადეების დედები და მათ საკუთარ ოჯახებში მკვლელები გაზარდეს, ეს შეიძლება ხმამაღალი განცხადებებია, მაგრამ მგონია, რომ მიზეზია ჩვენს ტრადიციებში მსოფლმხედველობაში და იმაში, რომ ჩვენ ძალადობრივი საზოგადოება ვართ”, – განაცხადა მაია ასათიანმა.
მასალის გამოყენების პირობები






