„დელეგაციების ვიზიტისას პროტოკოლით გათვალისწინებულია შესაბამისი სასტუმროები. ეს ბუნებრივია, არის ქვეყნის იმიჯის საკითხი. გაჟღერებულ სასტუმროში აღებული იყო მხოლოდ სამი ნომერი. აქედან, პრემიერს და მის მეუღლეს აღებული ჰქონდათ მხოლოდ ერთი ნომერი. ხოლო საქართველოს დელეგაციის წევრები ოთხ და სამ ვარსკვლავიან სასტუმროებში განთავსდნენ. გაჟღერებული იყო ტრანსპორტის ხარჯიც. ტრანსპორტი 46 კაციან დელეგაციას ემსახურებოდა. მათ შორის მინისტრებს, რომლებსაც ინდივიდუალური პროგრამა ჰქონდათ, ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრებით.
ჩვენ ამის შესახებ, აბსოლუტურად ღიად და გამჭვირვალედ წავმართეთ პროცესი და ინფორმაცია ყველა დაინტერესებულ მხარეს მივაწოდეთ. ვადასტურებთ, რომ მთავრობის კანცელარიამ გადაიხადა 42 ათასი ლარი ნიუ იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში გამართული ქართული ფილმების ერთ თვიანი რეტროსპექტივისთვის. რაც ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა ქართული კულტურის პოპულარიზაციისთვის.
დამახინჯებული იყო ინფორმაცია დამატებით ხარჯებთან დაკავშირებითაც. მინი-ბარისთვის არ დახარჯულა არცერთი თეთრი დელეგაციის არც ერთი წევრისთვის. დანარჩენი თანხა დახარჯული იყო ოფიციალური სადილებისა და შეხვედრების მომსახურებაში.
კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ პრემიერმინისტრის გადაწყვეტილებით, აშშ-ში ვიზიტის დროს მას და დელეგაციის წევრებს, ჩვეულებრივი სარეისო თვითმფრინავით ესარგებლათ, დაიზოგა თანხა 60 ათას ლარამდე. რაც მთელი ვიზიტის ხარჯის უდიდეს ნაწილს წარმოადგენს“, - განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა მაია ცქიტიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






