"ჩვენ ვართ ღარიბ-ღატაკების და უმუშევრების ქვეყანა"
ბიზნესი & ეკონომიკა - 16:13, 21 Oct, 2014     3015

საქართველოში, მხოლოდ 22 ათასამდე ფიზიკურ პირს აქვს 3300 ლარზე მეტი ყოველთვიური შემოსავალი. ექსპერტების განცხადებით, ეს მონაცემები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მოსახლეობა უკიდურეს სიღარიბეში იმყოფება და ქვეყნის ეკონომიკას მონოპოლისტები მართავენ.

შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ინფორმაციით იმ პირთა რაოდენობა, რომელთა წლიურმა შემოსავალმა 40 ათას ლარს გადააჭარბა, 21 871-ია.

ეკონომიკის ექსპერტის დემურ გიორხელიძის განცხადებით, ნორმალურ ქვეყანაში წლიურად 40 ათასი ლარის შემოსავალი ნებისმიერი ადამიანის მინიმალური დონე უნდა იყოს. შემოსავლების სამსახურის მონაცემები კი ცხადყოფს, რომ მეტნაკლებად ნორმალური შემოსავალი მოსახლეობის უმცირეს ნაწილს გააჩნია, უდიდესი ნაწილი კი სიღარიბეში ცხოვრობს.

„40 ათასი ლარი და მის ზემოთ ნებისმიერი ადამიანის წლიური შემოსავლის მინიმალური დონე უნდა იყოს. სამწუხაროდ , ჩვენ ვართ ღარიბ-ღატაკების და უმუშევრების ქვეყანა. სოციალური პოლიტიკა არ არის მიმართული კეთილდღეობის ზრდაზე.არსებობს იმ დონის პოლიტიკა, რომელიც ადამიანს მხოლოდ სულის მოთქმის საშუალებას მისცემს. ეს მონაცემები მიანიშნებს იმაზე, თუ რა უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია ქვეყანა“- აღნიშნავს დემურ გიორხელიძე.

სტატისტიკის ექსპერტის სოსო არჩვაძის აზრით, ეს მონაცემები ადასტურებს, რომ ქვეყანაში მონოპოლიებია და შემოსავლის გაზრდის შესაძლოებლობა მხოლოდ მოსახლეობის მცირე ნაწილს აქვს.

ექსპერტი ზვიად კანდელაკის ვარაუდობს, რომ იმ 22 ათასი ფიზიკური პირიდან, რომლის შემოსავალიც 40 ათას ლარზე მეტია, ყველაზე დიდი წილი საჯარო სექტორში დასაქმებულებზე მოდის. ბოლო წლების სტატისტიკა ადასტურებს, რომ ყველაზე მეტი ანაზღაურება სწორედ საჯარო სექტორშია.

„22 ათასი ფიზიკური პირი-ეს კატასტროფულად დაბალი მაჩვენებელია. რამდენიმე ათასი ადამიანი , რომელსაც 3300 ლარზე მეტი შემოსავალი აქვს, მხოლოდ საჯარო სექტორში შეიძლება დავითვალოთ. გამოდის რომ დღეს საქართველოში ბიზნესი მკვდარია და არ აქვს შესაძლებლობა , რომ დასაქმებულებს საშუალო ხელფასი მაინც გადაუხადონ“- ამბობს კანდელაკი.

სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, ქვეყანაშ აქტიური მოსახლეობა (სამუშაო ძალა) 2 მილიონ ადამიანს აჭარბებს. აქედან თვითდასაქმებულია 1 მილიონი.დაქირავებით დასაქმებული 658 ათასი. 3,3 ათას ლარზე მეტი შემოსავალი , ძირითადად საჯარო სამსახურში დასაქმებულ ადამიანებს აქვთ- დეპუტატები, მინისტრები,მინისტრის მოადგილეები, დეპარტამენტების თავმჯდომარეები- მათი მოადგილეებით, სსიპ-ებში დასაქმებული ადამიანები. კერძო სექტორში მარალი ხელფასი ძირითადად ტოპ-მენეჯერებს აქვთ და მათი რაოდენობა აც ისე ბევრია.

660 ათასი დასაქმებულიდან 470 ათასი დასაქმებული სიღარიბის ზღვარზე იმყოფება, სწორედ ამ რაოდენობას დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურმა დაუბეგრავი მინიმუმი.

წყარო „რეზონანსი“





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42