ომბუდსმენი პარლამენტის თავმჯდომარეს რეკომენდაციით მიმართავს
საზოგადოება - 12:56, 21 Oct, 2014     713

სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ არაეფექტურ პოლიტიკაზე საუბრობს და მოითხოვს, რომ ძალადობის საშიში ტენდენციები საკანონმდებლო ორგანოს განსაკუთრებული მსჯელობის საგანი გახდეს.

ომბუდსმენი მოითხოვს, პარლამენტმა გამოიყენოს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმები და მოიწვიოს მთავრობის შესაბამისი წევრები კონკრეტული და პრაქტიკული ნაბიჯების შესახებ ანგარიშის მოსასმენად.

"სახალხო დამცველის აპარატში არსებული გენდერული თანასწორობის დეპარტამენტი ყოველდღიურად სწავლობს განცხადებებსა თუ საჩივრებს, რომლებიც ქალთა მიმართ ძალადობის უმძიმეს პრობლემებს მოიცავს. აღნიშნულთან დაკავშირებით მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ყველა დაინტერესებულ თუ ადგილობრივ სტრუქტურასთან, თუმცა ქალთა მიმართ ძალადობა კვლავ გადაუჭრელ პრობლემად რჩება. უკანასკნელი 6 თვის მანძილზე 20-ზე მეტი ქალის მკვლელობა მოხდა, რასაც სწორედ გენდერული უთანასწორობა ედო საფუძვლად. სახალხო დამცველი მისალმება პარლამენტის ძალისხმევას ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საკანონმდებლო ბაზის სრულყოფასთან დაკავშირებით, თუმცა, როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, მთავარ პრობლემას კანონმდებლობის აღუსრულებლობა წარმოადგენს. ხშირად გვესმის არგუმენტი, რომ რთულია ოჯახში ძალადობის იდენტიფიცირება, რადგან იგი ჩაკეტილ სოციალურ წრეში ხდება, თუმცა ქალთა მიმართ ძალადობა დიდი ხანია, გაცდა ჩაკეტილ სივრცეს. საზოგადოების გულგრილ დამოკიდებულებასთან ერთად, მთავარ გამოწვევას დაცვისა და დახმარების ღონისძიებების არაადეკვატური გამოყენება წარმოადგენს. ხშირად ძალადობის მსხვერპლ ქალთა დასაცავად არ ხდება იმ მექანიზმების გამოყენება, რომელიც კანონით არის გათვალისწინებული. შესაბამისად, მათი თხოვნა დახმარების თაობაზე სამართალდამცავების მხრიდან უგულებელყოფილი რჩება", - განაცხადა ნანუაშვილმა.

მისივე თქმით, სახალხო დამცველმა არაერთხელ მოუწოდა შსს-ს, რომ ოჯახში ძალადობის ფაქტის დროს მომხდარიყო რისკების შეფასება და კანონით გათვალისწინებული დაცვის ღონისძიებების გამოყენება, თუმცა მოძალადის გაფრთხილება ხელწერილით ხდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ასეთ ფორმას ძალადობისგან დაცვის სამართლებრივი მექნიზმები საერთოდ არ ითვალისწინებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42