სკანდალი: რატომ გადაუხადა 30 ათასი ლარი ბერიკაშვილმა რაფალიანცებს
საზოგადოება - 11:31, 21 Oct, 2014     17140

რა მოხდა სოფელ კოლაგში 30 სექტემბრის ღამეს? არჩევნებამდე რამდენიმე საათით ადრე 8 თვის ბარბარე რაფალიანცი წყლით სავსე ქვევრში გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიება დღემდე მიმდინარეობს, თუმცა საკვანძო დეტალები უცნობი რჩება. მედია კი სამართალდამცავი უწყებებისგან განსხვავებით, დღემდე დიდ დაინტერესებას გამოხატავს აღნიშნული საკითხისადმი.

„ქრონიკა +“ სანდო წყაროზე დაყრდნობით აცხადებს, რომ მანანა ბერიკაშვილმა ბარბარე რაფალიანცის დეიდას, მსგავსი სცენის გათამაშებისათვის 30 ათასი ლარი გადაუხადა, თუმცა, ბავშის გარდაცვალება დაგეგმილი არ ყოფილა:

„რა მოხდა არჩევნების ღამეს გურჯაანში? დეტალების გარკვევას მედია, გამოძიებისგან განსხვავებით, ამ დრომდე ცდილობს, თუმცა, როგორც ჩვენი წყარო ირწმუნება, გამოძიებამ იმავე ღამეს იცოდა, რომ ბავშვის მკვლელობა წინასწარ დაგეგმილი არ ყოფილა, ის გაუთვალისწინებელი დეტალის მსხვერპლი გახდა... მაგრამ პირველი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ გამომძიებლებს საკუთარი ბედიღბალი უფრო ანაღვლებდათ, ვიდრე რაფალიანცის მკვლელობის საქმეზე დეტალების დადგენა და მტკიცებულებების მოპოვება, რა იცოდა გამოძიებამ და რატომ დარჩა საქმე გამოუძიებელი?

„ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, არსებობდა შეთანხმება მანანა ბერიკაშვილსა და რაფალიანცის დეიდას შორის, რომ ბავშვი ქვევრში უნდა გადაემალათ და გურჯაანში დიდი აჟიოტაჟი უნდა შექმნილიყო, ბავშვის გატაცება უნდა დაბრალებოდა „ნაციონალურ მოძრაობას“, რადგან მანანა ბერიკაშვილი, მიუხედავად კახეთში არსებული მუხტისა, გურჯაანში არჩევნებს ვერ იგებდა. ოჯახში 30 სექტემბრის ღამეს უცხო პირი, როგორც ამბობენ, ვერ შევიდოდა, რადგან ეზოში ძაღლი აუცილებლად ატეხდა ყეფას. პირველ სართულზე საწოლში დაძინებული 8 თვის ბავშვი საწოლიდან ვერ გადმოვიდოდა, რადგან სიარული არ იცოდა, მით უფრო, საბანს ძირს ვერ გადმოაგდებდა და ქვევრში ვერ ჩაძვრებოდა. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ბარბარე რაფალიანცი ქვევრში სწორედ ოჯახის ერთერთმა წევრმა, კერძოდ, დეიდის ქმარმა ჩასვა და სწორედ აქ დაუშვა მომაკვდინებელი შეცდომა - ქვევრი წინა დღეების წვიმების გამო წყლით აღმოჩნდა სავსე. „ქრონიკა+“-ის წყარო აცხადებს, რომ მანანა ბერიკაშვილმა ამ აჟიოტაჟისთვის დეიდას წინასწარ 30 ათასი ლარი გადაუხადა, ბავშვის დაღუპვა კი მისთვისაც მოულოდნელი შოკი იყო და ოჯახის წევრებისთვისა“, - ნათქვამია სტატიაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42