მონაწილეთა შერჩევა ხდება შემდეგ პოზიციებზე:
1) კომიტეტის ხელმძღვანელი (deadline: 15 ნოემბერი) application link
2) დელეგატი (deadline: 30 ნოემბერი) application link
3) ჟურნალისტი (deadline: 25 ნოემბერი) application link
4) ორგანიზატორი (deadline: 30 ოქტომბერი) application link
გაერთიანებული ერების მოდელირება წარმოადგენს ერთ-ერთ საუკეთესო შესაძლებლობას ახალგაზრდა ლიდერებისთვის, რომელთაც სურთ გაიუმჯობესონ ლიდერული უნარ-ჩვევები, დაამყარონ კონტაქტები ახალგაზრდებთან მთელი მსოფლიოს მაშტაბით, გაეცნონ გაეროს მუშაობის პრინიპებს და გაუზიარონ საკუთარი იდეები თანატოლებს.
ღონისძიება ჩატარდება 6,7,8 დეკემბერს. პროექტის დასკვნით ნაწილს უმასპინძლებს სასტუმრო "Sheraton Metekhi Palace" სადაც მოწვეული იქნებიან სხვადასხვა პოლიტიკოსები და ექსპერტები, ასევე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.
დახურვის ცერემონიალზე თითოეული დელეგატი დაჯოლდოვდება ორენოვანი სერტიფიკატით, რომელიც დაადასტურებს მათ მონაწილეობას "თბილისის გაეროს მოდელირება 2014-ში". მათ შორის გამოვლინდება საუკეტესო დელეგატები რომლებიც დასაჩუქრდებიან შემდეგი პრიზებით:
-უფასოდ მონაწილეობის უფლება "საქართველოს გაეროს მოდელირება 2015-ში,"რომელიც იქნება პირველი საერთაშორისო გაეროს მოდელირება საქართველოში.
-გამგზავრება ევროპის რომელიმე ქვეყნის გაეროს საერთაშორისო მოდელირებაში, რომლის ხარჯებსაც ნაწილობრივ GMUNA დაფარავს/
-ორენოვანი სერტიფიკატი .
მონაწილეობის პროცედურები:
პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ 16 - 25 წლამდე ახალგაზრდებს , რომელთაც სურთ ლიდერული უნარ-ჩვევების გაღრმავება და გაეროს მუშაობის პრინციპების უკეთ გაცნობა.
პროექტში სამუშაო ენა არის ქართული ხოლო მონაწილეობის საფასური შეადგენს 35ლარს. მონაწილეობის საფასური ფარავს მთელი პროექტის განმავლობაში საკანცელარიო ნივთების, კვების, ორენოვანი სერტიფიკატისა და ყველა სხვა საჭირო ღონისძიებებისა თუ აქტივობების საფასურს
დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ Facebook-ის ოფიციალურ გვერდს.
საკონტაქტო პირები:
ხატია ქობალია +995 555910033
თემურ ბარაბაძე +995 555116383

მასალის გამოყენების პირობები






