ნინო ქმრის და ქმართან ერთად დედამთილ-მამათლის მხრიდან ფიზიკურ შეურაცხყოფას მცირეწლოვან შვილთან ერთად გამოექცა. დღეს ის თავშესაფარში ცხოვრობს და ფსიქოლოგიურ დახმარებას იღებს.
„ძირითადად უმიზეზოდ იწყებდა ჩხუბს, სულ რაღაცეები ეჩვენებოდა, რომ აი ჩემი საკუთრება ხარ და როგორც მინდა ისე მოგეპყრობი“,- აცხადებს დაზარალებული.
27 წლის ნინო ახლა იმ დროს იხესენებს, როცა მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა. ამბობს, რომ ქმრის მსგავსად ფიზიკურ შეურაცხყოფას, დედამთილ-მამამთლიც აყენებდნენ.
ძალადობის მსხვერპლის სტატუსი სასამართლომ მიანიჭა და სახელმწიფო თავშესაფარში ერთი წლის შვილთან ერთად ცხოვრობს.
„როდესაც ვიყავი ორსული ხშირად მცემდა, მუცელშიც მირტყავდა, იმ დონემდე რომ მერე სასწრაფოდ ექიმთან ვიყავი წასასვლელი. ისეთი თავის ტკივილები მქონდა, რომ მეგონა ვერ გადავრჩებოდი, ბეტონზე მარტყმევინა თავი და კაცს რომ სცემ ისე გამისწორდა“,- ამბობს „ქრონიკასთან“ საუბარში დაზარალებული ქალბატონი.
ნინომ ცენტრში მოხვედრის შემდეგ შეიტყო, რომ მალე მეორე შვილიც ეყოლება. მას ფსიქოლოგიური, იურიდიული და სამედიცინო დამხმარება უკვე გაუწიეს.

მასალის გამოყენების პირობები






