არასამთავრობოები სამართალდამცავებს გვარამიას "ელ-ფოსტის" გატეხვის საქმის დროულ გამოძიებისკენ მოუწოდებენ
საზოგადოება - 17:32, 20 Oct, 2014     1396

„საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ და „მედიის განვითარების ფონდი“ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას პირადი მიმოწერის ხელშეუხებლობის დარღვევაზე ერთობლივი განცხადებას ავრცელებენ.

„გვსურს, გამოვეხმაუროთ, 2014 წლის 17 ოქტომბერს, ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიერ საკუთარ Facebook გვერდზე გაკეთებულ განცხადებას, სადაც საუბარია მისი პირადი მიმოწერის ხელშეუხებლობის დარღვევაზე.

ნიკა გვარამია აღნიშნავს, რომ გატეხილია მისი ელექტრონული ფოსტის და „სკაიპის“ მიმოწერა, სადაც ასახულია მასსა და მის მეგობრებს შორის პირადი საუბრები. მისივე თქმით, მას ხელთ აქვს აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები. იგი მზად არის ითანამშრომლოს საგამოძიებო ორგანოებთან, რათა დაისაჯოს პირი, რომელმაც შელახა მისი კონსტიტუციური უფლება.

გავრცელებული ინფორმაცია შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს. კერძოდ, სსკ-ის 159-ე მუხლის თანახმად, სისხლის სამართლის წესით დასჯადია პირადი მიმოწერის, ტელეფონით საუბრის ან სხვაგვარი ხერხით შეტყობინების საიდუმლოების დარღვევა.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა საგამოძიებო ორგანოებს ავალდებულებს უპირობოდ, დაუყოვნებლივ დაიწყონ გამოძიება დანაშაულის ფაქტზე. გამოძიების დაწყების საფუძველია ნებისმიერი სახის ინფორმაცია, რომელიც მიუთითებს დანაშაულის ნიშნების შემცველ ფაქტზე.

აღნიშნულ ინფორმაციას განსაკუთრებულობას სძენს ის გარემოება, რომ ნიკა გვარამია არის იმ ტელეკომპანიის დირექტორი, რომლის მისამართით ხშირადაა მიმართული ხელისუფლების კრიტიკა და გარკვეული მუქარის შემცველი განცხადებები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა და მედიის განვითარების ფონდი მოუწოდებენ საქართველოს პროკურატურასა და შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს, დროულად დაიწყონ აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება, რაც მათი კანონისმიერი და პოზიტიური ვალდებულებაა“, - აღნიშნულია ერთობლივ განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42