სასჯელაღსრულების სისტემას გადამზადებული მაღალკვალიფიციური რეჟიმის ოფიცრები ეყოლება
საზოგადოება - 14:52, 20 Oct, 2014     1357

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრში კვალიფიციური რეჟიმის ოფიცრის მოსამზადებელი პროგრამის მესამე ეტაპი დაიწყო. სასწავლო პროგრამის დეტალებს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველი მოადგილე გაეცნო. კახა კახიშვილი პროგრამის მონაწილეებს სამინისტროს მიერ დაგეგმილ რეფორმაზე და მის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კომპონენტზე - თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებასა და მათი საქმიანობის პრესტიჟულობის ზრდის მნიშვნელობაზე ესაუბრა.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, სამინისტროს ხელმძღვანელობა სისტემის რეფორმირებას გეგმავს და ამ ვითარებაში კიდევ უფრო გაძლიერდება სასწავლო ცენტრის როლი სამინისტროს თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლების საქმეში.

„სამინისტროს აქვს ასეთი მიდგომა: თანამშრომელს ჯერ სათანადო პრაქტიკული და თეორიული ცოდნა მივაწოდოთ, ხოლო შემდეგ მოვთხოვოთ საკუთარი უფლებამოსილების კანონის ფარგლებში შესრულება“, -განაცხადა კახა კახიშვილმა.

პროგრამის მონაწილეები მესამე ეტაპზე, პატიმართა განსაკუთრებულ კატეგორიებთან დაკავშირებულ ადგილობრივ კანონმდებლობასა და საერთაშორისო სტანდარტებს, სასჯელაღსრულების სისტემაში სისხლის სამართლის დანაშაულის სპეციფიკას, საგანგებო სიტუაციების მართვასა და ჯანმრთელობის დაცვის საკითხებს შეისწავლიან. გარდა ამისა, დაეუფლებიან საოფისე პროგრამებს.

მონაწილეთა ადგილზე სწავლებას კოორდინირებას გაუწევენ სასჯელაღსრულების სისტემის ის თანამშრომლები, რომლებიც სასწავლო ცენტრში მენტორებად გადამზადდნენ.

მესამე ეტაპის დასასრულს მსმენელები გაივლიან 2 დღიან წინასაგამოცდო მომზადებას, რის შემდეგაც მათ ჩაუტარდებათ თეორიული ეტაპის შემაჯამებელი გამოცდა. 24 ნოემბრიდან სწავლების IV ეტაპი დაიწყება - პრაქტიკა სასჯელაღსრულების იმ დაწესებულებებში, სადაც მათ არ უწევთ მუშაობა.

თანამშრომელთა გადამზადება პენიტენციური სისტემის რეფორმის მნიშნელოვანი ნაწილია. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრში 6-თვიანი სასწავლო კურსი 2014 წლის 4 აგვისტოს დაიწყო. პროგრამის მიზანია რეჟიმის კვალიფიციური ოფიცრის მომზადება. აღნიშნული პროგრამა ევროკავშირისა და ევროსაბჭოს ერთობლივი პროექტის „ადამიანის უფლებები და ჯანდაცვა ციხეებსა და სხვა დახურულ ინსტიტუციებში“ მხარდაჭერით ხორციელდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42