ჯანდაცვის სამინისტროში, ებოლას ვირუსის თავიდან აცილებლების მიზნით, სპეციალური შტაბი შეიქმნა.
უწყების ინფორმაციით, შტაბი სამოქმედო გეგმის დეტალიზაციაზე მუშაობს და მას ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ხელმძღვანელობს.
უწყებაში, დავით სერგეენკოს ხელმძღვანელობით შექმნილია შტაბი. გარდა ამისა, 4 ქვეყნიდან (ნიგერია, ლიბერია, გვინეა, სიურეალეონე) საზღვარზე შემოსული ყველა ადამიანი გადის სათანადო შემოწმებას. ხდება მათი ინფორმირება ებოლას ვირისუსთვის დამახასიათებელი სიმპტომების შესახებ და მათი რეგისტრაცია.
21 დღის განმავლობაში (მაქსიმალური ინკუბაციური პერიოდი) დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები, ახორცილებენ მათზე დაკვირვებას. ამ დროისთვის ამ 4 ქვეყნიდან სულ 86 ადამიანი შემოვიდა. ამჟამად დაკვირვების ქვეშ იმყოფება 13 ადამიანი.
სამინისტროს ცნობით, ვირუსის დროულად იდენტიფიცირებისთვის, ტარდება ლექციების კურსი ექიმებისთვის, ჰემორაგული ცხელებების შესახებ, რომელთა რიცხვში ებოლას ვირუსიც შედის.
მასალის გამოყენების პირობები






