აჭარაში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ საგანგებო შტაბი შეიქმნა
საზოგადოება - 10:28, 20 Oct, 2014     1431
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრ "112"-ში 19 ოქტომბერს შევიდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ აჭარის სანაპირო ზოლში დაფიქსირდა 5 ბალიანი შტორმი. სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის აღმოფხვრის მიზნით, ბათუმში შეიქმნა კრიზისების მართვის ოპერატიული ცენტრი, რომლის მართვის კოორდინაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი ახორციელებს. ცენტრის შემადგენლობაში შედიან შს სამინისტროს სტრუქტურული დანაყოფები და ადგილობრივი თვითმართველობის შესაბამისი სამსახურები.

ძლიერი წვიმის შედეგად აჭარაში მდინარეები ადიდდა და კალაპოტიდან გადმოვიდა, რამაც სასოფლო-სამეურნეო სავარგულები დატბორა. ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის მე-20 კილომეტრზე, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ დოლოგანში ადიდებულმა მდინარემ გზას გამოაცალა საყრდენი და საავტომობილო გზის სავალი ნაწილი ნაწილობრივ შევიწროვდა. ადგილზე მობილიზებული არიან შსს-ს აჭარის სამხარეო სამმართველოს თანამშრომლები, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში ადგილობრივი მოსახლეობის გამოყვანას უზრუნველყოფენ პოლიციის მაღალი გამავლობის ავტომანქანებით.

სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ თბილისიდან აჭარისა და იმერეთის რეგიონებში მობილიზებულია შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამაშველო ჯგუფები შესაბამისი აღჭურვილობითა და ტექნიკით, რომლებიც ადგილობრივ სახანძრო-სამაშველო დანაყოფებთან ერთად სამაშველო ღონისძიებებს ახორციელებენ.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42